შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, მან პარლამენტის 150-ვე დეპუტატს დღეს აღნიშნული მოთხოვნით წერილები გაუგზავნა.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე იქნება თუ არა მარიამ ჯაში უმრავლესობის იმ 20 დეპუტატს შრის, რომელთა მხარდაჭერაც საჭიროა საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, ჯაშმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს უმრავლესობაში არ მიიღებენ და საკიტხზე მსჯელობა გაიმართება:
„მართლმსაჯულებასთან დაკავშრებით არ გახლავართ ექსპერტი, მე ყველა პროცესს დავუჭერ მხარს, რომელიც კითხვების ამოწურვას შეუწყობს ხელს, რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს გახლავთ რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურა და რა თქმა უნდა აღნიშნულზე იქნება მსჯელობა. მე ხელს შევუწყობ ნებისმიერ პროცესს, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახს დაეხმარება, რომ ამოიწუროს ყველა კითხვა. უშუალოდ საგამოძიებო კომისიის შექმნას რაც შეეხება, აღნიშნული მოითხოვს განხილვის პროცედურას და ამდენად ვიდრე არ მოხდება განხილვა უმრავლესობის ფორმატში, გამიჭირდება პასუხის გაცემა. როდესაც ხანგრძილვად ხდება პროტესტის ფონზე ოჯახის მხრიდან პოზიციების დაფიქსირება და მათ რჩებათ კითხვები, ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ჯაშმა.
მასალის გამოყენების პირობები






