შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, მან პარლამენტის 150-ვე დეპუტატს დღეს აღნიშნული მოთხოვნით წერილები გაუგზავნა.
ზაქარია ქუცნაშვილის პასუხი კი აღნიშნულ საკითხზე გახლავთ ის, რომ წერილი უნდა იყოს დასაბუთებული, რათა მხარდაჭერილი იქნეს:
„ამ საკითხზე პასუხის გაცემა დამოკიდებული იქნება წერილის დასაბუთებულობაზე, წერილი რამდენად არის დასაბუთებული. ჩემი პირადი დამოკიდებულება ასეთია, უნდა გავეცნო წერილის შინაარსს, თუ ის დასაბუთებული იქნება აუცილებელი სტანდარტებით, რასაც მოითხოვს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რა თქმა უნდა უნდა დავუჭირო მხარი, აქედან გამომდინარე, წერილს არ გავცნობივარ, არ ვიცი რამდენად იქნება დასაბუთებული.
ადამიანური დამოკიდებულება მოითხოვს კანონიერ დასაბუთებას, ჰუმანური თვალსაზრისით ეს ტრაგედიაა, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქე, მაგრამ იურისპრუდენციას თავისი სტანდარტებია ქვს, როცა ითხოვ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან კომისიის შექმნას, ეს უნდა იყოს დასაბუთებული. თუ იქნება დასაბუთებული განვიხილავთ, თუ არ იქნა დასაბუთებული სურვილიც რომ გვქონდეს ვერ განვიხილავთ. ემოციებით არ შეიძლება მოქმედება“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






