გაერთიანებულმა ოპოზიციამ - „ძალა ერთობაშია“ გურჯაანის მერის სამუშაო კაბინეტში ჩაწერილი სკანდალური მასალა გაასაჯაროვა.
ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, თუ როგორ აიძულებს არჩილ ხანდამაშვილი საკუთარ თანამშრომელს სამსახურიდან წასვლას, ამის მიზეზი კი პოლიტიკური შეხედულებებია.
ჩანაწერში ისმის, რომ იზოლდა ხარაზიშვილი განმარტებებს სწორედ გურჯაანის მერისგან არჩილ ხანდამაშვილისგან ითხოვს.
აღნიშნულ საკითხს თავად გიორგი ბოტკოველი ბრიფინგის ფარგლებში გამოეხმაურა:
„ერთადერთი, რის გამოც ქალბატონი იზო განთავისუფლდა სამსახურიდან, ეს არის, რომ მან ქუჩაში გამარჯობა უთხრა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში, მე და საუბრობდა ჩემთან. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, თუ რა პრინციპით ხდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში კადრების შერჩევა,“-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თავად იზოლდა ხარაზიშვილი აცხადებს, რომ გურჯაანის მერის უკმაყოფილება ჯერკიდევ მაშინ იქნა გამოწვეული, როცა მან ინტერვიუ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა:
„ქუჩაში შემხვდა "რუსთავი 2"- ის ჟურნალისტი ია გულიაშვილი. მან უბრალოდ ინტერვიუ მთხოვა იმ საკითხთან დაკავშირებით რომ რუსეთ საქართველოს ომი ვინ დაიწყო. მე დიდი პოლიტიკოსი არ გახლავართ მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან მე მგონია რომ საქართველოს ომი არ დაუწყია და მე ჩემი აზრი ჩამოვაყალიბე და ვთქვი, მას მერე გავიდა გაბუნიას გადაცემაში და მომხსნეს,“- განაცხადა იზოლდა ხარაზიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






