„უმრავლესობაში იმედია, მოიძებნებიან დეპუტატები, რომლებსაც ნამუსი აქვთ“ - რომან გოცირიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნაზე
პოლიტიკა - 12:45, 06 Feb, 2019     750
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მოთხოვნას სრულად იზიარებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს პარლამენტში წერილი შეიტანა. შვილმოკლული მამა საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.

მაჩალიკაშვილს პარლამენტში ყველა დეპუტატის სახელზე 150 წერილი შეიტანა, რომელშიც კითხვა შემდეგნაირადაა ფორმურილებული: „გთხოვთ წერილობით მაცნობოთ თქვენი პოზიცია - მხარს უჭერთ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას ჩემი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია?“

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თვმჯდომარე, დეპუტატი რომან გოცირიძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. ამ შემთხვევაში კი მაჩალიკაშვილის მოთხოვნას საკანონმდებლო ორგანოში არსებული 30 ოპოზიციონერი დეპუტატი უერთდება.

"კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის ხმა. თუ ჩავთვლით, რომ ოპოზიციას აქვს 30 ხმა და თუ 20 დეპუტატიც მოიძებნა, რომელსაც აქვს მორალური პრინციპები და რომელსაც აწუხებს სინდისი, ეს კომისია შეიქმნება. ამიტომ ყველა დეპუტატმა ინდივიდუალურად უნდა გასცეს მალხაზ მაჩალიკაშვილს პასუხი, დაუჭერს თუ არა მხარს კომისიის შექმნას"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა დადგენილების პროექტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელმაც უნდა შეისწავლოს 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42