“დემოკრატიის უკუსვლა” - ასე ჰქვია საერთაშორისო ორგანიზაციის “ფრიდომ ჰაუზის” წლევანდელ ანგარიშს, რომელიც მსოფლიოში გასულ წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობას აფასებს. 195 შეფასებული ქვეყნიდან 86 ( 44 %) კლასიფიცირებულია, როგორც “თავისუფალი”, 59 ქვეყანა (შეფასებული ქვეყნების 30 %) - როგორც “ნაწილობრივ თავისუფალი”, 50 ქვეყანა კი (26 %) - “არათავისუფალი”. საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაშია, თუმცა მისი რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა.
აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთი ქულა გადამწყვეტი არ არის:
"ერთი ქულა მე მგონი გადამწყვეტი არ არის. მთავარია რომ საქართველო კვლავ აღიარებულია ლიდერად რეგიონში და ჩვენს პარტნიორებს აქვთ იმის გარანტია, რომ ქვეყნის ხელისუფლება მომავალში კვლავ გააგრძელებს სხვას დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






