პროკურატურა ზაზა სარალიძეს მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე უარს ეუბნება
პოლიტიკა - 12:11, 06 Feb, 2019     808

მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მიმართავს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ შვილმოკლულ მამას ყოველთვის შეუძლია შეხვედრს საქმის პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა იქნება საქმიანი:

„საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ დაზარალებულ და ბრალდებულ პირთან.

როგორც თავად აღნიშნავს, ზაზა სარალიძეს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა სურს სამ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, აქედან ერთ-ერთში დაზარალებულია, მეორეში დაინტერესებული მხარე, მესამე საქმეზე კი ბრალდებული. სამივე საქმის პროკურორი მზად არის მასთან შესახვედრად, თუმცა როგორც წესი, ამ სახის შეხვედრები ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული ქმედებით სრულდება.

რაც შეეხება ზაზა სარალიძის შეხვედრას გენერალურ პროკურორთან, ეს შეხვედრა შედგა და მას გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მიერ განემარტა, რომ საქმეზე, გამონაკლისის გარეშე, პასუხისგებაში იქნება მიცემული ყველა პირი, ვის მიმართაც შეგროვდება ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქ. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს შსს-ში, საქართველოს გენერალური პროკურატურა კი მასზე საპროცესო მხარდაჭერას ახორციელებს.

მეორე საქმე, რომელზეც ზაზა სარალიძეს სურს გენერალური პროკურორთან საუბარი, როგორც თავად აღნიშნავს, არის „კარვების საქმე“. ამ საქმეს იძიებს შსს-ს გენერალური ინსპექცია.

მესამე საქმეზე კი, სადაც ზაზა სარალიძე ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში, სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა და მორიგი პროცესი ჩანიშნულია 8 თებერვალს. ზაზა სარალიძეს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეხვდეს საქმის პროკურორს, თუ ეს შეხვედრა იქნება ნაყოფიერი, საქმიანი და ზაზა სარალიძის მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას არ ექნება ადგილი“, – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და ზაზა სარალიძემ საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42