თურქეთი "ლავას ოღლის" საქართველოში ექსტრადირებაზე უარს ამბობს?! - რა ელის გავლენიან "კანონიერ ქურდს"
კრიმინალი - 11:17, 06 Feb, 2019     2158

როგორც მოსალოდნელი იყო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის სასამართლოს მიერ მინდია გორაძის (იგივე ლავას ოღლის) მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ე.წ. "კანონიერ ქურდს" პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და თუ მას ქართველი სამართალდამცავები დააკავებენ, ციხეში 12 წლის გატარება მოუწევს. პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ მას შემდეგ, რაც 2013 წელს, ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, მ.გ. აღიარეს „კანონიერ ქურდად“, იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით აიძულებდა მოქალაქეებს შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრებას და განაწილებას, ქურდული სამყაროსა და სხვა პირებისათვის სარგებლის მისაღებად წყვეტდა მეწარმე სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს შორის წარმოშობილ დავებს. გარდა ამისა, 2014-2015 წლებში მ.გ.-ს კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომელთაგან პერიოდულად იღებდა ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ, აძლევდა მითითებებს ქურდული სამყაროსათვის ხელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად და სხვადასხვა პრივილეგიების მოპოვების მიზნით. ასევე, იღებდა გადაწყვეტილებებს შეგროვილი ე.წ. „ქურდული საერთოს“ შევსებისა და გადანაწილების საკითხებზე, არეგულირებდა ურთიერთობებს ქურდული სამყაროს წევრებს შორის.

2015 წლის 24 თებერვალს მ.გ. მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სამაუწყებლო კომპანია „,რუსთავი 2“-ის გადაცემა ,განსხვავებული აქცენტები“-ს ავტორს და წამყვანს, უკმაყოფილება გამოთქვა 2015 წლის 14 თებერვალს სატელევიზიო ეთერში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის (ინფორმაციის) გამო და დაემუქრა მას, შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“

მინდია გორაძე, ბოლო მონაცემებით, თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაშია და, როგორც ამბობენ, საქართველოს უნდა გადმოსცენ, თუმცა თუ თურქული მხარე ამას ადრე ადასტურებდა, ახლა აღნიშნულს აღარ ადასტურებს ანუ თურქები კი ადასტურებენ, რომ გორაძე დაკავებულია, მაგრამ ამ ეტაპზე მის ექსტრადაციას არ განიხილავენ.

რეალურად, გორაძე აჭარის რეგიონში აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მასზე, პრაქტიკულად, ნადირობის სეზონი გამოაცხადა, მისმა გავლენებმაც იკლო და შედეგად, "ლავას ოღლი" დღევანდელ დღემდე მოვიდა.

ახლა, მოარული ხმა, გორაძე არჩევნების დროს ბათუმში არალეგალურად ჩამოდის და ხელისუფლებას ეხმარებაო, უკვე გადაჭარბებულად შეიძლება ჩაითვალოს. ფაქტია, ამ ხელისუფლებამ "კანონიერი ქურდი" ციხისთვის ოფიციალურად გაიმეტა.

გასული კვირა საქართველოში დაბადებული კიდევ ერთი "კანონიერი ქურდისთვის" იყო საინტერესო. ათწლიანი სასჯელის შემდეგ, რუსული ციხიდან სოხუმელი ქურდი, მატვეი კარაბულატი გათავისუფლდა. "მატვეი სოხუმსკის" მეტსახელით ცნობილი კარაბულატი წარმოშობით ბერძენია და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მისი დეპორტაცია მოითხოვა, თუმცა...

შეიძლება ითქვას, რომ სოხუმელი ქურდი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია კრიმინალურ სამყაროში. ის არასოდეს სცემს პოლიციელთა მიერ დასმულ კითხვას პასუხს, მათ სახელსა და გვარსაც კი არ ეუბნება. ციხეში ყოფნის 10-წლიან პერიოდში, ერთხელაც არ ისარგებლა ციხის საავადმყოფოს მომსახურებით იმის მიუხედავად, რომ ექიმთა დახმარება არაერთხელ სჭირდებოდა.

ციხიდან გამოსვლისთანავე ის კრასნოდარის მხარის ყველაზე დიდ და სოლიდურ საავადმყოფოში გააქანეს, სადაც ერთი კვირა მკურნალობდნენ, თუმცა იქიდან გამოწერილს ცუდი სიურპრიზი ელოდა: რუსეთის შს მინისტრის ბრძანებით, "მატვეი სოხუმსკის" სამუდამოდ აეკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა" - წერს რუსული მედია.

ყველაზე საინტერესოც ამის შემდეგ დაიწყო. "მატვეი სოხუმსკიმ" მშობლიურ სოხუმში დააპირა გამგზავრება, მაგრამ ამცნეს, რომ არც იქ გააჩერებდნენ. შედეგად, მისი საექსტრადაციო საბუთები აფხაზურმა მხარემ მოამზადა, მაგრამ ბერძნებმა არ მიიღეს, აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო, არ ვიცითო. ამის შემდეგ საქმეში უკვე რუსეთი ჩაერთო და მისი საექსტრადაციო საბუთები სწორედ რუსეთის ფედერაციიდან გაიგზავნა. შედეგად, "მატვეი სოხუმსკი" ისტორიულ სამშობლოს კი უბრუნდება, მაგრამ რუსეთში ეჭვი აქვთ, რომ ის არალეგალურად მოსკოვში აუცილებლად დაბრუნდება და კვლავ სამართალდამცავთა ხელში აღმოჩნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42