საპრეზიდენტო არჩევნების ნაკლოვანებების გამო Freedom House-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა
პოლიტიკა - 09:50, 06 Feb, 2019     792
“დემოკრატიის უკუსვლა” - ასე ჰქვია საერთაშორისო ორგანიზაციის “ფრიდომ ჰაუზის” წლევანდელ ანგარიშს, რომელიც მსოფლიოში გასულ წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობას აფასებს.


195 შეფასებული ქვეყნიდან 86 ( 44 %) კლასიფიცირებულია, როგორც “თავისუფალი”, 59 ქვეყანა (შეფასებული ქვეყნების 30 %) - როგორც “ნაწილობრივ თავისუფალი”, 50 ქვეყანა კი (26 %) - “არათავისუფალი”. საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაშია, თუმცა მისი რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა.

ქართული დემოკრატიის უმთავრეს გამოწვევებზე "ამერიკის ხმას" "ფრიდომ ჰაუზის" ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი მარკ ბერენტი ესაუბრა:

საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგებშია, თუმცა მისი ქულა მცირედით გაუარესდა. რა პოზიციაზეა საქართველო, რამდენით და რატომ შემცირდა მისი რეიტინგი?

საქართველოს რეიტინგი მხოლოდ ერთი ქულით შემცირდა/გაუარესდა. რაც ნამდვილად ძალიან ცოტაა, და არ უნდა იყოს მასშტაბური შეშფოთების, წუხილის ან პირიქით, კმაყოფილებისა და ტკბობის საგანი, რადგან ეს დროთა განმავლობაში იცვლება ხოლმე.

რეიტინგის შემცირება პირველ ყოვლისა, უკავშირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს. ბოლო წლების განმავლობაში არჩევნები საქართველოში მართლაც, რომ ძალიან კარგი იყო, კარგი შეფასებები კეთდებოდა ეუთოს დამკვირვებლების მიერაც, მით უფრო, რეგიონში სხვა ქვეყნებთან შედარებით.

ეს ასე იყო არჩევნების პირველ რაუნდამდეც კი, მაგრამ მეორე რაუნდში ზოგი რამ გაუარესდა. არ ვამბობთ, რომ დამტკიცებულია, მაგრამ არის სანდო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ზოგი ისეთი ნეგატიური რამ, რასაც წლების განმავლობაში ვხედავდით ხოლმე „ცუდ არჩევნებში“ სხვა ქვეყნებში და საქართველოშიც, არც ისე შორეულ წარსულში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა.

არჩევნები საქართველოში საინტერესოა, რადგან აქ ნამდვილად იყო კონკურენტული შეჯიბრი. არავინ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა. ეს ასე არ ხდება საქართველოს ბევრ მეზობელ ქვეყანაში, ასე რომ, ეს კარგია, ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი დემოკრატიაა. მაგრამ ამ გაურკვევლობის შეგრძნებამ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გაიმარჯვებდა, შესაძლოა გამოიწვია ის, რომ ვიღაცები არ მიჰყვნენ წესებს იმდენად, რამდენადაც უნდა მიჰყოლოდნენ და ეს არის ის, რაზეც უნდა ვიყოთ შეშფოთებულნი, და ქართველი ხალხიც უნდა ღელავდეს ამაზე.

სრულად იხილეთ amerikiskhma.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42