"არჩევნებზე ხელისუფლება ღია ალიანსში შევიდა კრიმინალურ სამყაროსთან და ახლა საზოგადოება იმკის ამ ყველაფრის შედეგებს" - კახიძე
პოლიტიკა - 19:42, 05 Feb, 2019     715
პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელს აფასებს.

მისი შეფასებით, კრიმინალის ზრდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების მიერ კრიმინალურ ავტორიტეტებთან გარიგებამ წაახალისა.

„ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს უმძიმესი ვითარება, არა მხოლოდ ქურდობის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზრდის კუთხით ან ოჯახში ძალადობის კუთხით, სადაც შეიძლება, ვისაუბროთ, რომ აღრიცხვა გაუმჯობესდა ან მიმართვიანობა გაუმჯობესდა, სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულია გაზრდილი. ეს არის დანაშაული, რომელსაც ვერ მალავს მონდომებული გამყალბებელიც კი, თუ მას არ სურს, დანაშაულის რეგისტრაცია. ეს მიუთითებს, რომ გვაქვს პრობლემა და ამ პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლება ღია ალიანსში შევიდა კრიმინალურ სამყაროსთან, გამოიყენა ისინი სალომე ზურაბიშვილის გასაპრეზიდენტებლად, რომ მათ ზეწოლა განეხორციელებინათ მოსახლეობაზე და ახლა საზოგადოება იმკის ამ ყველაფრის შედეგებს,“ - განაცხადა კახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ დანაშაული საქართველოში 54%-ით გაიზარდა. 2018 წელს ქვეყანაში 58 ათასზე მეტი დანაშაულია რეგისტრირებული. გაორმაგებულია ქურდობის შემთხვევები, გაიზარდა ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა, გაუპატიურება, თაღლითობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42