"ვგავართ ახლა ჩვენ იმ ადამიანებს, ზრდასრული ადამიანები ვართ, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს? არა მგონია, რომ ასეთ შთაბეჭდილებას რომელიმე ჩვენგანი ტოვებდეს. ყველას მინდა, ვუთხრა, რომ ამ მშობლის როლიდან გამოვიდეს. თქვენ მოისმინეთ კომენტარები, თავად გააკეთეთ შეფასება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც მე მგონია, რომ ესეც მშობლის როლია. არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი, მეგობრებო, ერთმანეთს ველაპარაკოთ ზრდასრულის პოზიციიდან.
"მე არ ვარ სტუმრად არსად მისული. უკაცრავად, მაგრამ მე დავხვდი იმ ხალხს, ვინც მოვიდა. სტუმარს შეიძლება, უთხრა, თუ ვერ ხვდება, მიბრძანდიო, მაგრამ სტუმარი მასპინძელს რომ ეტყვის - მიბრძანდიო, მე მგონი, ცოტა ანომალიასთან გვაქვს საქმე. თუ მასპინძელი გადაწყვეტს, რომ წავიდეს, გადაწყვიტოს თვითონ. ასე რომ, არ ველაპარაკოთ ასეთ ტონალობაში ერთმანეთს," - ამბობს ეკა ბესელია.
მასალის გამოყენების პირობები






