გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ჰოლანდიის ელჩს იოს დოუმას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ვაშაძემ დიპლომატს ქვეყანაში არსებულ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია. გაერთიანებული ოპოზივიის წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე:
„თემატიკა, რომელიც ჩვენ სამივე შეხვედრაზე განვიხილეთ, იგივე არის, რაც წინა შეხვედრებზე. ეს არის ბორდერიზაცია, ანუ მცოცავი ოკუპაცია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკური გეგმები, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება ჩვენი საარჩევნო სისტემის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადაყვანას და ამისათვის პოლიტიკური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებული აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას და აქ მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ ის 11 ორგანიზაცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა ერთად მონაწილეობას. მხედველობაში მაქვს მთლიანად ოპოზიციური სპექტრი და იმ ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც კანონი მოითხოვს,“ - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






