ხმაურიანი აქცია ზუგდიდში - თენგო ქობალიას მხარდამჭერები სუს-ის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ
პოლიტიკა - 16:38, 05 Feb, 2019     1159
ზუგდიდის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის თენგიზ ქობალიას ოჯახის წევრები და მეგობრები ზუგდიდში, სუს-ის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ოჯახი სუსის რეგიონალური სამსახურის უფროსთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ არავინ შხვდა.
აქციის მონაწილეებმა ბულვარის მიმდებარედ ცენტრალური გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მათგან გზის გახსნას მოითხოვს. მათი თქმით, ადგილზე დარჩებიან, სანამ სუს-ის უფროსისგან არ მიიღებენ პასუხს კითხვაზე, რატომ იდევნება თენგიზ ქობალია უსაფუძვლო ბრალდებით დანაშაულისათვის, რომელსაც იგი არ აღიარებს.
"ბრალდება, რომელიც ჩემს შვილს წაუყენეს და რომლის საფუძველზეც იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, უსამართლოა. აქედან არ წავალ, სანამ არ მივიღებ პასუხს კითხვაზე, რატომ არ დაკმაყოფილდა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა, რომელსაც 8 ათას მოქალაქეზე მეტი აწერს ხელს, მით უფრო, რომ სასამართლომ სატანადოდ ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილება მისი პატიმრობაში დატოვების შესახებ. მე ვითხოვ შეხვედრას სუს-ის რეგიონალური სამსახურის უფროსთან აქ და გენერალურ პროკურორთან თბილისში. მინდა მივიღო პასუხი, რა აუცილებლობას წარმოადგენდა ჩემი შვილის ხმაურიანი დაკავება საკუთარ კაბინეტში და ხელბორკილებით გამოტარება იმ ხალხის წინაშე, რომელიც პატივს სცემს და კარგად იცნობს მას თავისი კეთილსინდისიერი შრომითა და წესიერებით. ამ ხალხმა კარგად იცის, რომ ის არსად დაემალებოდა მართლმსაჯულებას არც დაკავებამდე და მით უფრო ახლა, როცა თვად არის დაინტერესებული გაირკვეს სიმართლე. რადგანაც, როგორ შექმნილი სიტუაციიდან ირკვევა, არ უნდა მქონდეს დიდი იმედი, რომ დვალიშვილი შემხვდება - ძალიან შეურაცხყმოფელია, რომ რეგიონული სამსახურის უფროსის ბრძანებით დღეს სუს-ის ხ შენობაში არ შემიშვეს და არც თავად გამობრძანდა, რომ მოესმინა ჩემთვის"- აცხადებს დაკავებულის დედა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42