ელექტროენერგიის არანორმალური დანახარჯი - ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურჰესის „უფასო" დენს რუსეთის არმიის საოკუპაციო ბაზები, ოჩამჩირის სამხედრო პორტი და კრიპტოვალუტის მაინინგ ფერმებიც მოიხმარენ
პოლიტიკა - 16:25, 05 Feb, 2019     1802
გასულ კვირას, ოკუპირებულ გალის რაიონში, „ვარდნილჰესი 1-ის“ ტერიტორიაზე, სეპარატისტთა ინიციატივით, საქართველოს ელექტოენერგიის გადამცემი ოპერატორის „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) პირველ პირებთან დახურული შეხვედრა გაიმართა.


მოლაპარაკების თემა ზამთრის პერიოდისთვის ტრადიციული იყო - აფხაზეთში ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარება, უმძიმესი ენერგოკრიზისი და ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის კლების პირობებში, მომდევნი სამი თვის მანძილზე, ენერგოდეფიციტის აღმოფხვრის გზების მონახვა. ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის, ვგეგმავთ თუ არა წელსაც, რუსეთიდან დენის იმპორტს, რომ ანკლავი მთლიანად არ ჩაბნელდეს.

1993 წლის 30 სექტემბრიდან, თბილისმა აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან ერთად, ამიერკავკასიაში უდიდესი ენგურის ჰიდრო ელექტროსადგურის მართვის პულტიც დაკარგა. ენგურჰესის სამანქანო დარბაზი-ქვესადგური და ვარდნილჰესების კასკადი ოკუპირებულ გალის რაიონის ტერიტორიაზეა, კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნაწილი - წალენჯიხის რაიონში.

1997 წლის სიტყვიერი შეთანხმებით, ოკუპანტებს და სეპარატისტებს ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უნდა წაეღოთ, თუმცა, ბოლო წლებში, განსაკუთრებით, ზამთარში, დენის 100% მიაქვთ და მაინც არ ჰყოფით. წელიწადის სხვა დროს ეს მაჩვენებელი 50-60%-ს აღწევს.

ბოლო 12 წლის მანძილზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით, 800 მლნ კვტ საათით გაიზარდა და წელიწადში უკვე 2 მლრდ კვტ საათს მიაღწია. ანკლავში, სადაც ბუნებრივი აირი არ არის, მთელი დატვირთვა მხოლოდ ელექტროენერგიაზე მოდის და ამასთან, დენი პრაქტიკულად უფასოა.

​აფხაზეთში მოქალაქეებისთვის 1 კვტ საათი - 1 თეთრი (40 რუსული კაპიკი), ორგანიზაციებისთვის - 3,5 თეთრი (85 კაპიკი) ღირს, თუმცა უმრავლესობა ამ თანხასაც არ იხდის. შედარებისთვის, დანარჩენ საქართველოში 1 კვტ საათი დენის ფასი 14,5 თეთრიდან 23 თეთრამდე მერყეობს.

ენგურჰესის „უფასო" დენს აფხაზეთში მოსახლეობასთან ერთად, რუსეთის არმიის საოკუპაციო ბაზები, ოჩამჩირის სამხედრო პორტი და ბოლო წლებში მომრავლებული, კრიპტოვალუტის მაინინგ ფერმებიც მოიხმარენ. დენის არანორმალურ დანახარჯს კი 25 წელზე მეტია საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა ანაზღაურებს, ყოველწლიურად ჩვენს ბიუჯეტს აწევს ენგურჰესის ძვირადღირებული რეაბილიტაციის ხარჯიც.

საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რამდენად დიდი გამოწვევაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ უფრო მზარდი ენერგომოხმარება? რატომ არის უმოქმედო საქართველოს მთავრობა და რა გამოსავალი არსებობს?

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე ამ თემაზე ენერგეტიკულ საკითხებში „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) დირექტორს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა:

საქართველოს ელექტროენერგიის წლიური ბალანსის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგომოხმარება, ბოლო წლებში, მუდმივი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რა თანხა უჯდება ეს დანარჩენ საქართველოს?

ეს ერთის მხრივ, საქართველოს ენერგო და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა, მეორეს მხრივ კი არის მუდმივი ეკონომიკური ტვირთი, რომელსაც დანარჩენი საქართველო ანაზღაურებს.

ბევრნაირად შეიძლება ამის დათვლა, თუ შევაფასებთ, აფხაზეთის დღევანდელი მოხმარება რა ღირს, რეგიონში ელექტროენერგიის ფასების მიხედვით, ეს არის დაახლოებით, 80-90 მილიონი აშშ დოლარი წელიწადში.

თუ შევაფასებთ, „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების დღეს არსებული ტარიფით და იმ ღირებულებით, რისი გადახდაც დამატებით გვიწვევს რუსეთიდან იმპორტის განხორციელებისთვის, ეს წელიწადში 40 მილიონი ლარია. ანუ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ტვირთია.

რაც მთავარია, ჩვენ იქ განვითარების საშუალება არ გვაქვს, ენგურის ჰიდროელექტრო სადგურის თავისუფლად ოპერირება ვერ ხერხდება, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. ეს წლობით დაგროვილი პრობლემები აფერხებს ენგურჰესის რეაბილიტაციას და აუცილებელ რემონტსაც, შედეგად - ჩვენ, ბუნებრივია სრულად ვერ ვიღებთ იმ სარგებელს, რაც ენგურმა შეიძლება მოიტანოს.

ბოლო სამი წელია, აფხაზეთში ენერგომოხმარება წლიურად 2 მლრდ კვტ საათს აღწევს, ერთ სულზე გაანგარიშებით, რამდენად აღემატება ეს მაჩვენებელი, დანარჩენი საქართველოს მოხმარებას?

აფხაზეთის ენერგომომხმარება ერთ სულზე, სავარაუდოდ, არის 10 000 კვტ სთ, რაც დანარჩენი საქართველოს მოხმარებას ერთ სულზე, თითქმის 4-ჯერ აღემატება. ევროკავშირის საშუალო მომხარებას კი თითქმის 2-ჯერ. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხმარება არ გამოიყენება პროდუქტიულად და ძირითადად, საყოფაცხოვრებო მიზნებით იფლანგება. საქართველოსთვის, რომელიც დენის სუბსიდირებას ახდენს, ეს უდიდესი ზიანის მომტანია.

სრულად იხილეთ amerikiskhma.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42