„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეხვედრის შემდეგ გავრცელებული განცხადება, სადაც სასამართლო სისტემაზეა საუბარი - განცხადებაში მმართველი გუნდი ბრალდებებზე საუბრობს. აღნიშნულს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ეხმაურება:
"წავიკითხე პოლიტსაბჭოს განცხადება. რეალობის არაადექვატურია. კიდევ ყველა ბუჩქის უკან ნაცები არიანო, გაიძახიან. იგივე სცენარით უნდათ ფონს გასვლა "მიშა ბუაა" ძახილით. არადა ნაცების ნარჩენ მოსამართლეებს უდგანან გვერდში. რა კარგად ჩანს როგორ აწყობს ოცნებას ნაციონალური მოძრაობა და როგორ ეშინია ვინმეს გამოჩენის ვინც ნაცი არ იქნება. ყოველ დღე დილიდან საღამომდე სასამართლოზე ტელევიზორში ვართ ბოლო ერთი წელია და ამათ კიდევ ნაცებიო. ნაცებს მე რომ დავუპირისპირდი 2004 წელს თქვენი ზოგიერთი წევრი მათ ყავას უდუღებდა ყოველ დღე", - წერს დოლიძე
მასალის გამოყენების პირობები






