2019 წლის ზაფხულში ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ პრეზიდენტის არჩევნებია დაგეგმილი. მარიონეტული რეჟიმის ლიდერის არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოსკოვში ახალი საფიქრალი გაუჩნდათ, ვინ წარადგინონ და ვის დაუჭირონ მხარი რეჟიმის ლიდერის პოსტზე.
უკვე დიდი ხანია ფაქტია, რომ რაულ ხაჯიმბას საქმიანობა მოსკოვისთვის თავის ტკივილის მიზეზი ხდება, რადგან მას მხოლოდ პრობლემები და ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოაქვს. მოსკოველი კურატორების ყურადღების მიღმა არც აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების მკვლელობები დარჩენილა.
აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ე.წ საზოგადოებრივმა პალატამ რუსეთის საზოგადოებრივ პალატის წარმომადგენლებთან და დემოკრატიის კვლევის ფონდთან ერთად ფართომასშტაბიანი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამოკითხული იქნა 2.5 ათასამდე ადამიანი.
გამოკითხვის შედეგების თანახმად ე.წ ლიდერებს შორის აღმოჩნდა ყოფილი დე ფაქტო შს მინისყტი რაულ ლოლუა, რომელმაც 5,19% ხმა მიიღო, ასევე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კან ტანია 4.84%-ით. პირველ ადგილზე კი აფხაზური წარმოშობის რუსი ჩინოვნიკი ინალ არძინბა აღმოჩნდა 36%-ით.
ასევე კვლევის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლებს საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე და საშიშ პრობლემად მიაჩნიათ: ნარკომანია 71.875 ავტოავარიები 57.14% და დანაშაულის ზრდა 48.53%.
როგორც გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, მსოფლიო ყველა ლიდერს შორის ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ყველაზე მეტად ვლადიმერ პუტინს ენდობს 91.8%, აშშ-ის, ჩინეთისა და გერმანნიის ლიდერებმა 2,5%-მდე მოაგროვეს.
2019 წლის ზაფხულში დაგეგმილ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარ სავარაუდო კანდიდატებად ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და აფხაზეთის „პარლამენტის დეპუტატი“ ასლან ბჟანია განიხილებიან, თუმცა მოსკოვს ჯერ კიდევ აქვს დრო რომ ძალთა ბალანსი შეცვალოს და კანდიდატად ვინმე ახალი სახე წამოაყენოს.
მასალის გამოყენების პირობები






