საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლევან გოგიცაიშვილი სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს კიდევე რთელ გამოეხმაურა. გოგიჩაიშვილის თქმით, ის არ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ლევან მურუსიძე უვადოდო იყო მოსამართლე. მისი თქმით, სასამართლოს სჭირდება დამოუკიდებელი, თავისუფალი მოსამართლეები:
"როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ჩვენ სასამართლოს სახით მივიღეთ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. ეს იყო ფაქტობრივად ერთი ადამიანის და ერთი პოლიტიკური ელიტის ხელში არსებული სასამართლო. საერთო სახალხო დაკვეთა იყო სასამართლოს რეფორმა, მაგრამ საერთო სახალხო დაკვეთა არ ყოფილა ჩინჩალაძე დარჩენილიყო სააპელაციოს თავმჯდომარედ, არ ყოფილა დაკვეთა მურუსიძე ყოფილიყო სასამართლოს უვადო მოსამართლე, არ ყოფილა არც გვრიტიშვილზე დაკვეთა, არც მიქაუტაძეზე, არც ის დაკვეთა ყოფილა, მოსამართლეს ელაპარაკა იმ ენით, რომ მე ვარ სასამართლოს ლიდერი. ჩემთვის მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიზება, სასამართლოს სჭირდება დამოუკიდებელი, თავისუფალი მოსამართლეები და არა რაღაც შეკრული გუნდი, რომელიც სადღეგრძელოებით გვესაუბრება ტელეეთერებიდან. ჩვენ ამ პრინციპს გავატარებთ, როდესაც დაიწყება უვადო მოსამართლეების არჩევა, როდესაც ვიმსჯელებთ როგორი კანონპროექტი უნდა შევიდეს",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






