„ზოგადი უნარების ტესტი სავალდებულო გახდეს კანონის დონეზე“ - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 15:46, 05 Feb, 2019     1560

განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ცვლილებები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით - ზოგადი უნარების გამოცდის არასავალდებულო სიაში გადანაცვლებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აკრიტიკებს.

კაპანაძის თქმით, ის აპირებს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგეს, რომლის მიხედვითაც ზოგადი უნარების ტესტი სავალდებულო გახდება:

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველა მინისტრს, რომელიც დაინიშნა, რამდენიმე თვით ინიშნებოდნენ და როგორც წესი, განათლების მინისტრებს თავიანთი რაღაც უცნაური იდეები გააჩნდათ ხოლმე. მათ შორის, ვაშლების შეტანა რომ იყო სკოლაში, ასეთი იდეა. ოღონდ ის იდეა, განსხვავებით ამ იდეისგან, საზიანო და მავნე არ იყო. ახლა რა არის ეს იდეა, რომელიც ნახევრად უკვე განახორციელა თუ იწყებს განხორციელებას განათლების სამინისტრო, რომელსაც დაარქვეს ფუნდამენტური დიდი რეფორმა. ორი რამ - ერთი არის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და მეორე, პრაქტიკულად, ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმება. ვაპირებ, რომ უახლოეს დღეებში მოვახდინო ინიცირება საკანონმდებლო ინიციატივის, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი სავალდებულო გახდეს კანონის დონეზე იმიტომ, რომ დღეს "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონი ამის დისკრეციას აძლევს სამინისტროს და ცენტს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42