საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებას არ მიესალმება:
„მას აქვს მუდმივი კონსულტაცია შესაბამის სტრუქტურებთან და რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ და დაინტერესებულია. რა თქმა უნდა, ის არ მიესალმება და არის წინააღმდეგი ასეთი ფარული ვიდეო ჩანაწერის გავრცელებას ქვეყანაში და სწორედ აქედან გამომდინარე, არის ყველა ის აქტივობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ისე როგორც გამოხატვის თავისუფლება, პიროვნების ღირსება ქვეყანაში დაცული უნდა იყოს უპირობოდ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში გიპასუხებთ, რომ ის გადის კონსულტაციებს და თვალყურს ადევნებს, პირადად, მიმდინარე პროცესს. გამოძიებას ვგულისხმობ. ამ ეტაპზე შედგებით კმაყოფილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, იმიტომ რომ ჯერჯერობით მიდის გამოძიება,“ - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის პრეს სპიკერი.
მასალის გამოყენების პირობები






