მისი თქმით, „სისტემური გახდა , უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნება, მათი გავრცელება და ამის გამოყენება პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად".
მისი თქმით, კადრების გავრცელება დროში დაემთხვა მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირებას.
"ეს დაიწყო თქვენმა შს მინისტრის მოადგილემ, რომელიც არ დასჯილა თავისუფლების აღკვეთით, არც მისი თანამზრახველები გამოვლენილან. ეს გაგრძელდა შემდგომ პოლიტიკოსი ქალების მორალური განადგურებით, რასაც თქვენი სპიკერები ახმოვანებდნენ და ბოლოს, კიდევ მორიგი შემთხვევა მოგვიტანა, ქალბატონი ეკა ბესელიას შემთხვევაში, როდესაც რატომღაც სწორედ თქვენს შიდა გუნდურ დაპირისპირებას დაემთხვა ამ კადრების გამოქვეყნება. მე მოგიწოდებთ, რომ ამ საკითხს, ნუ შეხედავთ იმ კუთხით, რომ დღეს ახლა თქვენ ხართ ხელისუფლებაში და თქვენ ივანიშვილის სიმპატიით სარგებლობთ და ამიტომ არ შეგეხებათ. ეს არის ბოროტება, რომელსაც უნდა დაუპირისპირდეს ყველა მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა,“ - აცხადებს კახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






