2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული გაზრდილია - ნათია მეზვრიშვილი
პოლიტიკა - 15:39, 05 Feb, 2019     638

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მეზვრიშვილის თქმით სტატისტიკის შეფასებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას დანაშაულის მკვეთრად გაუმჯობესებული აღრიცხვიანობა. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სტატისტიკური ზრდის 75% მოდის საკუთრების წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (ძირითადად, მსუბუქ დაზიანებებზე), აგრეთვე, მუქარაზე, იძულებასა და თაღლითობაზე:

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ, რომლის შეფასებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დანაშაულის მკვეთრად გაუმჯობესებული აღრიცხვიანობა.
დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა დანაშაულის გაუმჯობესებულ აღრიცხვიანობას ეფუძნება, რომლის თანახმად, რეგისტრირდება ყველა ის შემთხვევა, სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთება ან პოლიციას გააჩნია დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი მაინც.
ბუნებრივია, დანაშაულის რეგისტრაციის ამგვარი პრაქტიკა 2018 წელს ციფრებში გვაძლევს სხვაობას 2017 წელთან შედარებით.
თუმცა, მხოლოდ ციფრები ვერ გახდება ქვეყანაში რეალური კრიმინოგენული მდგომარეობის განმსაზღვრელი. მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულის შინაარსის, დანაშაულის აღრიცხვის პრაქტიკის, პოლიციისადმი მომართვიანობის მაჩვენებლის და სხვა ფაქტორების გათვალისწინება.
მხოლოდ ციფრებზე დაკვირვებით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული გაზრდილია.
დანაშაულის შინაარსობრივი ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ მძიმე დანაშაულების მაჩვენებელი ან უცვლელია, ან შემცირებულია, ხოლო მატება, ძირითადად, იმ დანაშაულებზე მოდის, რომელთა აღრიცხვიანობა მკვეთრად გაუმჯობესდა, ან რომლებზეც მომართვიანობა გაიზარდა.
კერძოდ, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, უცვლელია მკვლელობების (სსკ-ის 108-ე, 109-ე მუხლები) მაჩვენებელი, 2,5 %-ით შემცირებულია ყაჩაღობა, ხოლო 17,4 %-ით შემცირებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
რაც შეეხება ზრდას, სტატისტიკური ზრდის 75% მოდის საკუთრების წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (ძირითადად, მსუბუქ დაზიანებებზე), აგრეთვე, მუქარაზე, იძულებასა და თაღლითობაზე, ანუ იმ დანაშაულებზე, რომელთა აღრიცხვიანობა 2018 წელს მკვეთრად გაუმჯობესდა.
დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში ზრდა გამოწვეულია, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობით და შესაბამისად, გაზრდილი მომართვიანობით. მაგალითად, ოჯახში ძალადობა გაზრდილია 122%-ით, ხოლო ადევნება გაზრდილია 6-ჯერ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას, რომლის ამოსავალია არა ციფრები და სტატისტიკა, არამედ ხარისხზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა.
შესაბამისად, სამინისტრო მომავალშიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ - გაუმჯობესებული აღრიცხვიანობით სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხოლო მეორე მხრივ - საპოლიციო საქმიანობის ხარისხის ზრდას".-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42