„აბსურდის თეატრი გრძელდება - თვითკმაყოფილება, წარსულისკენ თითის გაშვერა და ოპონენტების დემონიზება"- ბოკერია
პოლიტიკა - 15:18, 05 Feb, 2019     754
"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლებას ემორჩილება.

დეპუტატის თქმით, "ივანიშვილის გუნდის შეცვლამდე შეუძლებელი იქნება სასამართლოს საკითხზე ფუნდამენტური გარდატეხა იმიტომ, რომ ამ ხალხის ინტერესია, ჰქონდეთ კორუმპირებული სისტემა, რომელიც პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებს,- ამის შესახებ".

„აბსურდის თეატრი გრძელდება - თვითკმაყოფილება, წარსულისკენ თითის გაშვერა და ოპონენტების დემონიზება. სრულიად კატასტროფული განცხადებაა ის, რომ ყოფილ ხელისუფლებას ანუ დღევანდელ ოპოზიციას არ ემორჩილება სასამართლო და ემორჩილება დღევანდელ ხელისუფლებას. ყველამ ვიცით, რომ ეს პრობლემა ადრეც გვქონდა და ახლა გაღრმავდა, არის მორჩილება, თან არ მიმდინარეობს ბრძოლა კრიმინალთან და თან დაგვიბრუნდა კორუფცია. წლები კი გადის. ეს არის უტიფრობა ამ გუნდის, რომლისგანაც არ გვაქვს არანაირი მინიშნება იმის გააზრების, როგორ ჩიხში შეიყვანეს ქვეყანა ყველა მიმართულებით და მართლმსაჯულების საქმეშიც და გააზრება პასუხისმგებლობის და არც ხედვა გვაქვს იმის, როგორ უნდა წავიდეთ წინ. ჩემი, როგორც ოპოზიციის წევრის დამოკიდებულებაა, რომ ივანიშვილის გუნდის შეცვლამდე შეუძლებელი იქნება ამ საკითხის ფუნდამენტურად გარდატეხა იმიტომ, რომ ამ ხალხის ინტერესია ჰქონდეთ კორუმპირებული სისტემა, რომელიც პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებს. მაგრამ ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანაა, რომ ხელი შევუშალოთ ამ სისტემის ჩაბეტონებაში, რათა მერე გაადვილდეს რეფორმირება, სადაც მოხერხდება უკან დავახევინოთ, როგორც ეს მოხერხდა მუდმივად გასამწესებელი ხალხის სიაზე, რომლებიც მათ უნდა მომსახურებოდა პოლიტიკურად. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ",- განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42