„შვილმოკლული მამა გეხვეწებათ და თქვეს სახლობანას თამაშობთ“ - მელიამ „ოცნებას“ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერისკენ მოუწოდა
პოლიტიკა - 13:42, 05 Feb, 2019     1030

საგაზაფხულო სესია პარლამენტში დაიწყო - ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებულ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს განცხადებებით გამოეხმაურნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ შვილმოკლული მამის მალხაზ მაცალიკაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პარლამენტის წინ შვილმოკლული მამაები კითხვებზე პასუხებს ელოდებიან:

“შეგნებულად მხოლოდ ერთ თემას შევეხები, საკითხი, რომელიც ალბათ ყველას გვაწუხებს, მათ შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც ალბათ, უბრალოდ განსხვავება ჩვენსა და მათ შორის ის არის, როდესაც გვიწევს ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი, ისინი ამაზე არ საუბრობენ. საკითხი ეხება თემირლან მაჩალიკაშვილს.

ამ შენობაში, სადაც ძალიან ხშირად ვივლით, ბევრ საკითხს შევეხებით, მჭუნვარე სახით გამოვალთ, ზოგჯერ ვიჩხუბებთ, ზოგჯერ ვიკამათებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს - ამ შენობის მოპირდაპირე მხარეს, კარავში, ცხოვრობს ორი შვილმოკული მამა. მინდა ყურადღება გავამახვილო ბატონ მაჩალიკაშვილზე“, - განაცხადა მელიამ.

დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს მიმართა და სუს-ის ხელმძღვანელისგან პასუხების მრების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ძვირფასო კოლეგებო „ქართული ოცნებიდან“, თქვენ ის ადამიანები ხართ, ვისაც გიყვართ მუდმივად მორალური კატეგორიებით საუბარი, რა მაგრები ხართ, რა დიდსულოვნები ხართ, რა შინაგანი ძალა გაქვთ, რომლითაც იწესრიგებთ საქციელს ყოველთვის და ჩვენ რა ცუდები ვართ. თვეებია ეს ადამიანი კარავში ცხოვრობს, შვილი დაუხვრიტეს საკუთარ სახლში, მამა რომელიც საკუთარ საძინებელში იყო მეუღლესთან ერთად და მეორე ოთახში იყო შვილი, ახალგაზრდა, ეძინა ან მობილურით ხელში იყო, მეორე ვერსიაა. შეუავარდა სახელმწიფო და დახვრიტა! აქ რა შუაშია ოპოზიცია, რა შუაშია ჯანდაბა „ნაციონალური მოძრაობა“ და სისხლისმსმელი ნიკა მელია? ტყუილს ვამბობ? თქვენ ხომ ჩვენზე უკეთესები ხართ? ადექით და გამოიძიეთ, აიძულეთ, გომელაური ყურით მოვიყვანოთ და ვათქმევინოთ რატომ დახვრიტა ეს ადამიანი საკუთარ ლოგინში და პასუხი გავცეთ. ჩემი აზრით პარლამენტში ყოველი დღე ამ საკითხით უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს მაშინ, როდესაც კარავში სძინავს ადამიანს თვეების განმავლობაში“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისი განცხადებით, ბიუროზე დარეგისტრირდა მოთხოვნა მაჩალიკაშილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ტაობაზე, რომელსაც ახალი რეგლამენტის მიხედვით 50 დეპუტატის ტანხმობა სჭიდრება. მელიას თქმით საჭიროა „ქართული ოცნების“ 20-მა დეპუტატმა კომისიის შექმნის თანხმობა განაცხადოს:

„ჩვენ ბიუროზე უკვე დავარეგისტრირეთ მოთხოვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მაჩალიკაშვილის საქმესთან მიმართებით, ახალი რეგლამენტით 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება, რომ შეიქმნას, ანუ „ქართული ოცნების“ 20-მა დეპუტატმა უნდა გაბედოს, ხელი აწიოს და თანხმობა განაცხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში არც ერთ სიტყვას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება არ შეგარჩენთ, იმიტომ რომ არაგულწრფელები ხართ, როდესაც შვილმოკლული მამა გეხვეწებათ და არა მარტო ჩვენ, თქვენც გეხვეწებათ, დამეხმარეთო, თქვენ არაფერს აკეთებთ, გარდა იმისა, რომ თამაშობთ სახლობანას „ქართულ ოცნებაში“, ახლა ძველმა თაობის დეპუტაციამ პირველ რიგში გადმოინაცვლა, ახალგაზრდა თაობა უკანა რიგებში გადააგდო და ამ ცირკს უნდა ვუყუროთ?“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42