გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მარიამ ქვრივიშვილი წარადგინა
პოლიტიკა - 12:42, 05 Feb, 2019     723

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მარიამ ქვრივიშვილი ამ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად დაინიშნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი დღეს ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა.

მარიამ ქვრივიშვილი 1990 წელს დაიბადა, დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (ბაკალავრი) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის მართვა/ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი (MBA, მაგისტრანტი). ქვრივიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ლექტორია, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

„მარიამ ქვრივიშვილს აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. მას აქვს ბაკალავრის და მაგისტრის წოდება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის მიმართულებით, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ მისი სამუშაო გამოცდილება, განათლება და ხედვები კიდევ უფრო მეტ ენერგიას შესძენს ტურიზმის ადმინისტრაციას და უფრო მეტად დაგვეხმარება, რომ წინ წავწიოთ ჩვენი ეკონომიკის ეს უმნიშვნელოვანესი სეგმენტი" - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი ქობულიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს - 2013 წლიდან ის შპს „ვოიაჟერი"-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე იყო ავიაკომპანია flydubai რეგიონალური მენეჯერი საქართველოში. 2012-2013 წლებში კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან უწყებას. წინ ბევრი გამოწვევაა, რადგან დასახული მიზნები, რომლებიც დაყრდნობილია ეროვნულ პრინციპებზე, საკმაოდ ამბიციურია. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიებით შევძლოთ და განვავითაროთ ახალი ტურისტული პროდუქტები, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, გავხსნათ მეტი ახალი ავიარეისები, რომ ქვეყანაში შემოვიყვანოთ უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ საქართველოს ჰქონდეს მეტი, დივერსიფიცირებული, სტრატეგიული ბაზარი" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42