„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდნენ. მათ ისეთ თემებზე ისაუბრეს, როგორებიცაა - პოლიტპატიმრები საქართველოში, დარღვევები არჩევნებზე და ოპოზიციის ინიციატივა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე:
„ნციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ქვეყანაში პოლიტპატიმრების რაოდენობის ზრდაზე და საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ისაუბრა:
„ვისაუბრე პოლიტიკური პატიმრების პრობლემაზე და იმაზე, რომ გაიზარდა პოლიტპატიმრების რაოდენობა და ვისაუბრე დავით კირკიტაძის საქმეზე. საუბარი იყო ასევე იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნაზე, რომლის მოთხოვნითაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყო,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი პრობლემები ქვეყნის განვითარებას აზიანებს:
„ყველა გამოსვლაში მკაფიოდ ჩანდა რამდენად დააზიანა ქართული დემოკრატიის აღქმა ჩვენი მეგობრების თვალში ზეწოლამ, მოსყიდვამ რასაც ხელისუფლება ჩადიოდა არჩევნების მეორე ტურის წინ. მართლა ძალიან სამწუხაროა,რომ როცა ასეთი დინამიკაა ევროპაში ჩვენ გვიწევს მოსმენა და საუბარი იმის, თუ რამხელა პრობლემები აქვს ქართულ დემოკრატიას“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






