დავით თარხან მოურავის თქმით, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე წერილებს პატრიარქს ისევ გადაუგზავნის და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.
მან რამდენიმე მღვდელმთავარი მათ შორის მეუფე საბაც პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს მიუღებელია.
„არავის განკვეთა ჩვენ არ მოგვითხოვია. ჩვენ ვთქვით, რომ პეტრე ცაავა არ უნდა იყოს მმართველი მღვდელმთავარი. რაც შეეხება მეუფე საბას და მეუფე გრიგოლს, საუბარი იყო იმაზე, რომ ეკლესია არ არის NGO. ჩვენ კი არ გვგონია ეკლესია პოლიტიკური პარტია, ჩვენ გვაქვს განცდა, რომ მეუფე საბას არ ესმის, რომ მისი განცხადებები არ უნდა იყოს პოლიტიკურ ჭრილში. წერილები კიდევ იქნება დაელოდეთ. წერილები, რომელიც ამ საკითხზე საზოგადოებას უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის,“-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
მეუფე საბა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს საეკლესიო წესებისა და კანონების დარღვევაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები






