განცხადებას საპარლამენტო უმცირესობა დღეს, პლენარულ სხდომაზე გააკეთებს.
„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არ არის პირველი შემთხვევა არის არაერთი თაროზე შემოდებული საქმე, როდესაც პოლიტიკოსებს გაუვრცელეს ამგვარი კადრები, გახდნენ პოლიტიკური შანტაჟის ობიექტები და არავინა რის დასჯილი.
„ეს უკვე მიანიშნებს, რომ სერიოზული სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად მთავარი პროკურორი და სუს-ის უფროსი ვალდებულები არიან პარლამენტარებს მოახსენონ საქმის ვითარება,“-აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე კი ფიქრობს, რომ ეს საკითხი საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაში შედის.
„მე ვფიქრობ პოლიტიკური კომენტარის საგანი ეს არ უნდა იყოს, გამოძიება მიმდინარეობს და ამაზე უნდა იყოს სამართლებრივი პასუხი პირველ რიგში,“-ამბობს არჩილ თალაკვაძე.
მასალის გამოყენების პირობები






