დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებული თენგიზ ქობალიას ოჯახი და ახლობლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. გამოძიება თენგიზ ქობალიას იმას ედავება, რომ მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას და ვიცემერის, გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ქობალიას დაცვის მხარე, მისთვის აღკვეთის ღონისძიების 65 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ის პატიმრობაში დატოვა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით მიმდებარედ გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. დაძაბული ვითარების გამო ნათელა ჯოლოგუა ცუდად გახდა. ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახარების მანქანაც.
მასალის გამოყენების პირობები






