სპეციალური კომისია ავლაბრის რეზიდენციის მომავალზე იმჯელებს - სასახლეს შესაძლოა მაღალი რანგის სტუმრების მიღების ფუნქცია შეუნარჩუნდეს
პოლიტიკა - 18:18, 04 Feb, 2019     847
სპეციალური კომისიის წევრებმა, რომელმაც ავლაბრის რეზიდენციის სამომავლო ფუნქცია უნდა განსაზღვროს, დღეს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს. კვირა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შესაძლოა ქართული კულტურის მუზეუმი განთავსდეს.


პარლამენტის წევრის ენძელა მაჭავარიანის თქმით, კომისია ხვალ შეიკრიბება და პროექტის ავტორთან ერთად იმსჯელებს. მაჭავარიანის ინფორმაციით ძირითადი სასახლე რჩება მაღალი რანგის სტუმრების მიღებისთვის და ინარჩუნებს დაახლოებით, იმ ფუნქციას, რაც ახლა აქვს, ოღონდ არა მხოლოდ პრეზიდენტისთვის, არამედ პრემიერისთვის, საგარეოს ხელმძღვანელისთვის:

„დავათვალიერეთ იმიტომ, რომ ზოგიერთ ჩვენგანს ნანახიც არ ჰქონდა. მე ერთხელ ვიყავი ნამყოფი იმ სასახლეში და უბრალოდ, წარმოდგენა რომ გვქონოდა. ხვალ იქნება შეხვედრა და განვიხილავთ რა მოთხოვნებია, რა უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს. რამდენადაც ამ ეტაპისთვის ჩემთვის ცნობილია, ძირითადი სასახლე რჩება მაღალი რანგის სტუმრების მიღებისთვის და ინარჩუნებს დაახლოებით, იმ ფუნქციას, რაც ახლა აქვს, ოღონდ არა მხოლოდ პრეზიდენტისთვის, არამედ პრემიერისთვის, საგარეოს ხელმძღვანელისთვის, ვისთვისაც საჭირო იქნება, თავად პრეზიდენტისთვის და ა.შ რომ იქ მიღებული იყოს მაღალი რანგის სტუმრები. დანარჩენი რა იქნება, ხვალ შევიკრიბებით, პროექტის ავტორი მობრძანდება, ბატონი გიგა ბათიაშვილი და განვიხილავთ, რა შეიძლება იყოს და რა განთავსდეს იქ. ადმინისტრაციის ნაწილზე არის საუბარი.“ - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

პრეზიდენტის სასახლის სამომავლო ფუნქცია დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა მასში შესვლაზე უარი თქვა და რეზიდენციად ათონელზე მდებარე სასახლე აირჩია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42