გარიგება ფარული ჩანაწერების სანაცვლოდ - "დებილიზმს მაინც ნუ დაგვაბრალებთ... 7 წლის მერე ამბობს ალასანიას გუნდის წევრი, თითქოს თავდაცვაში რაღაც აღმოაჩინეს?"
პოლიტიკა - 16:04, 04 Feb, 2019     2249
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმე - სკანდალი, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე კვირაა ქვეყანაში არა ერთი პოლიტიკური განცხადების და ბრალდების მიზეზი გახდა.
„ალასანია როდესაც შევიდა თავდაცვის სამინისტროში, მას უამრავი ვიდეო ფაილი დახვდა მომზადებული, მთელი მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა“, - ეს განცხადება ნინო გოგუაძემ „კვირის აქცენტებში“ გააკეთა.

მაშინ, როცა ალასანია თავდაცვის მინისტრი გახდა, მისი წინამორბედი დიმიტრი შაშკინი იყო. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას გოგუაძის განცხადებას სიცრუე უწოდა და აღნიშნულის რამდენიმე არგუმენტზე ისაუბრა.

„ყველა ნორმალურ და მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ ეს არის ტყუილი. რატომ არის ტყუილი ამას რამდენიმე არგუმენტი სჭირდება.

დავიწყოთ იმით, რომ ფარული ჩანაწერების მოპოვება შეიძლება განხორციელდეს სამი გზით.

ერთი, როცა ფარული ჩანაწერის მოპოვება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანუ კანონიერი გზით, ამ დროს შეიძლება მოხდეს პირადი ცხოვრების ჩაწერაც, ამაზე არსებობს მკვეთრი პოზიცია, კანონით გათვალისწინებული, იგი უნდა იყოს წაშლილი და ბუნებრივია ვერანაირი მტკიცებულება ვერ იქნება. ეს შეიძლება იყოს შემთხვევითი, მაგრამ სახელმწიფოს სანქციით ჩაწერილი, სადაც სახელმწიფო ამბობს, რომ სასამართლო სანქციით მიმდინარე თვალთვალისას მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მომენტალურად უნდა იყოს განადგურებული.

მეორე ვარიანტი არის, როდესაც ხელმძღვანელი პირი, იმ ორგანოს, რომელსაც აქვს შესაძლებლობები, რომ აწარმოოს თვალთვალი, აძლევს უკანონო ბრძანებას თავის თანამშრომლებს, რომ მომავალში ეს გამოიყენოს შანტაჟისთვის ან სხვა რამისთვის.

მესამე ვარიანტი არის, როდესაც თანამშრომელი, რომელსაც სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე აქვს წვდომა იმ აპარატურაზე და საშუალებებზე, რომლითაც ხდება ფარული ჩანაწერი, ბოროტად იყენებს თავის სამსახურეობრივ მდგომარეობას და ახდენს პირადი ცხოვრების ჩაწერას“, - განაცხადა შაშკინმა.

შაშკინის თქმით, 2012 წლამდე არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი, როდესაც მოხდა ფარული ჩანაწერის გავრცელება, შესაბამისად აღნიშნულის პოლიტიკური ნება არ არსებობდა:

„სულ სამი ვარიანტია შესაძლებელი, მეოთხე არც არსებობს. სასამართლო თემა გასაგებია, კანონი მკვეთრია და არანაირი შეკითხვები არ არსებობს.

რაც შეეხება მეორე ვარიანტს, როდესაც კონკრეტული ხელმძღვანელი პირი გასცემს დავალებას იმისთვის, რომ შემდეგ განახორციელოს შანტაჟი, აქვე მაქვს შეკითხვა, 2003 წლიდან 2012 წლამდე სადმე ყოფილა შემთხვევა, რომ გამოქვეყნებულიყოს პირადი ცხოვრების მასალები ან ამ მასალებით მომხდარიყო შანტაჟი?

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რადგან ასეთი ფაქტი არ არის, ესე იგი მოტივი და ფაქტი იმისა, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელს დაევალებინა ვიღაცისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გაკეთება, არ არსებობს. შედეგი არ გვაქვს, რისთვის შეიძლებოდა იმ 9 წლის განმავლობაში ეს გაკეთებულიყო.

რჩება მესამე, როდესაც რიგითი თანამშრომელი, რომელსაც აქვს წვდომა ამ აპარატურაზე, ახდენს უკანონო ფარულ ჩაწერას. აქ არის საინტერესო მომენტი - ამ ადამიანის მოტივი შემდეგ არის ასევე შანტაჟი ან უკანონოდ მოპოვებული მასალის რეალიზაცია. რადგან 9 წლის განმავლობაში ასეთი მასალები არსად გასულა, შანტაჟის მექანიზმად არ გამოყენებულა, ნიშნავს იმას, რომ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობდა - ის არასდროს ყოფილა გამოყენებული“, - აღნიშნა შაშკინმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი წინამორბედი ხელისუფლების პოლიტიკურ შეცდომაზეც საუბრობს:

„ჩვენი პოლიტიკური შეცდომა იყო, რომ ჩვენ გაგვეპარა ხალხის კონკრეტული ჯგუფი, რომლებსაც ჰქონდათ წვდომა ამ აპარატურაზე და აკეთებდნენ ასეთ ჩანაწერებს. იმდენი ჭკუა ეყოთ, რომ ჩვენთან ეს არ ეთქვათ, რადგან რეაქცია ამაზე იქნებოდა ძალიან ხისტი და მტკიცე, თუმცა ჩანაწერებს ინახავდნენ. ეს არის პირველი არგუმენტი.

მეორე არგუმენტი - 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ, ძველი ხლეისუფლება 20 დღის განმავლობაში რჩებოდა თავის კაბინეტებში. თავისი ძალაუფლებით და ბერკეტებით, ამ ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის მოვალეობას. დანაშაულის მცნება ვიცი და სანქციაც ასევე ვიცი, თუ ვარ თავდაცვის მინისტრი, თან იურისტი და 20 დღის განმავლობაში ხელისუფლებაში ვრჩები, თუკი ასეთი დანაშაულებრივი ფაქტები არის ჩვენს სამინისტროებში, ამ ფაქტების განადგურების საშუალებას არ გამოვიყენებდით? დებილიზმს მაინც ნუ დაგვაბრალებთ... ეს ხომ არ არის ცათამბრჯენი, რომლის დანგრევასაც 20 დღეში ვერ მოასწრებ, ეს არის მასალა, რომელსაც ღილაკზე ერთი დაჭერით გაანადგურებ.

ეს არის ორი არგუმენტი, რომლითაც ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ თუ არის იმ პერიოდში გაკეთებული, გააკეთა ქვედა რგოლმა. ჩვენი პოლიტიკური შეცდომა იყო, რომ ჩვენ გაგვეპარა, თუმცა სამწუხაროდ ყველა ქვეყანაში ასე ხდება. ამაზე ვაგეთ პასუხი პოლიტიკურად და არჩევნები წავაგეთ“, - განმარტა ყოფილი მინისტრი.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 7 წლის განმავლობაში საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე, თუმცა, ისინი ვინც ამ ჩანაწერების მოპოვება მოახდინა, არ დასჯილან. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ შედგა გარკვეული გარიგება ხელისუფლებასა და ადამიანთა იმ ჯგუფს შორის, ვინც მოახდინა ფარული ჩანაწერების გაკეთება:

„ამ ყველაფრის შემდეგ რა განვითარება მოჰყვება - იყო ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ამას იწერდა და ინახავდა, ჩვენ არ გვაძლევდა, რადგან დაისჯებოდნენ. თუმცა, ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, რაღაცის სანაცვლოდ, თავისი გაკეთებული არქივი გადასცეს, გაგიგიათ, რომ ამ არქივის გაკეთებისთვის ვინმე დაისაჯა? ასეთი ფაქტი არ მომხდარა. 7 წლის განმავლობაში არ თქმულა ვინ იყო რეალურად ამ დანაშაულის ჩამდენი, რაც იმის ფიქრის საბაბს იძლევა, რომ არქივის სანაცვლოდ გარიგება შედგა.

ეს იყო ტყუილი რაც თქვეს, არანაირი არქივი თავდაცვის სამინისტროში არ იყო დატოვებული ფარული ჩანაწერების.

ალასანია გამოირჩეოდა დიდი სიყვარულით pr-ის მიმართ და ვერცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ დაიჯერებს იმას, ალასანიას რომ აღმოეჩინა მასალაები თავდაცვის სამინისტროში, ბევრი კამერების წიანშე ამას არ გაახმოვანებდა. 7 წელი გავიდა და ახლა ალასანიას გუნდის წევრი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში თურმე რაღაც აღმოაჩინეს, არც გამოძიება დაწყებულა, არავინ დაუკითხავთ, მე არც ვიყავი იმ მომენტში, როდესაც ალასანია კაბინეტში შემოვიდა, მე ვიყავი მივლინებაში ამერიკაში. ასეთი ზღაპრებით არ დაიღალა ეს მთავრობა?“, - დასძენს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42