"ეს არის მარტივი სპეკულაცია, იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია. 5 ჩანს, მარგამ Ipone 5 არა",- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ის ეკა ბესელიას მოთხოვნას იზიარებს, რომელიც პირველწყაროს დასჯას მოითხოვს.
კობახიძე ფიქრობს, რომ გამოძიებაში პროგრესი არსებობს, რადგან გამავრცელებლები უკვე დადგენილები არიან, ახლა მხოლოდ მთავარი წყაროს დადგენა დარჩა, რაზეც გამოძიება მუშაობს.
„რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რა თქმა უნდა, მთავარია პირველწყარო. ვინ იყო მთავარი წყარო, საიდანაც გავრცელდა ეს ინფორმაცია უნდა გამოვლინდეს. გამავრცელებლების კუთხით არის პროგრესი, თუმცა რაც შეეხება წყაროს, ეს არის ზუსტად მთავარი დასადგენი და ამ კუთხით ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცველ უწყებებთან, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე.
რაც შეეხება პირველ დღეებს, იქ მიდიოდა მუშაობა იმაზე, რომ დადგენილიყო თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება, ამასთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები,“-ამბობს კობახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






