თავმოკვეთილი თემიდა და მურუსიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისთვის პროტესტს ფორმა მიუღებელია
პოლიტიკა - 13:15, 04 Feb, 2019     901
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, საპროტესტო პლაკატების გაკვრა მიუღებელია. საუბარია პლაკატზე, რომელზეც მოსამართლე ლევან მურუსიძეს თავმოკვეთილი თემიდასთან ერთად არის გამოსახული.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ აღნიშნული პლაკატები შეურაცხმყოფელია.

„ნამდვილად არ მინახავს და ვიცი გადმომცეს, რომ ასეთი რაღაც იყო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ნაცნობი ხელწერაა ასე ვთქვათ. მსგავსი ფორმებით და კიდევ უფრო უარესით შესაძლებელია, რაღაც მოსაზრებების გამოხატვა და დაფიქსირება. ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი,“ - ამბობს მიქაუტაძე.

სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებაზე სამოქალაქო პროტესტს მიესალმება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

„მოვლენები, რომლებიც ვითარდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბუნებრივად იწვევს საზოგადოების კრიტიკას და პროტესტს, ამიტომ, ის ფორმა, რითიც საზოგადოება გამოხატავს პროტესტს აქცია იქნება ეს თუ სხვა ფორმით გამოხატული, თუ, რა თქმა უნდა, კანონს არ არღვევს, არის ნორმალური, რადგან ისეთი ვითარებაა სასამართლო სისტემაში, რომ პროტესტის გარდა სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უნდა გააცნობიერონ თუ რა დამოკიდებულებაა საზოგადოებაში სასამართლოსთან დაკავშირებით და უნდა განახორციელონ ადეკვატური რეაგირება და მიიღონ ადეკვატური ზომები,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კარიკატურებისგან ტერიტორია ამ დროისთვის უკვე გაასუფთავეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კი გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42