"ასეთი ტიპის ბრალდებები უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა და დისონანსი შემოაქვს გუნდში" -"ოცნების" ე.წ. ახლების გუნდი ბესელიას წინააღმდეგ
პოლიტიკა - 12:53, 04 Feb, 2019     1683
"ქართული ოცნების" ე.წ. ახლების გუნდში აცხადებენ, რომ უნდა დადგინდეს ვინ იყო ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ინიციატორი და პირველწყარო.

რაც შეეხება ეკა ბესელიას მინიშნებებს, რომ კადრები შესაძლოა გავრცელებული ყოფილიყო მოსამართლეების მხრიდან ან "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებაში" პორტირებული პირებისგან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად აფასებს.

„ასეთი ტიპის „ბრალდებები“ არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით დაბრალება ადამიანებისთვის ვფიქრობ, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია.მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება, ის ადამიანები და ის ჯგუფები, რომლებიც საბოლოდ დარჩნენ მოგებული, "ქართული ოცნება" ნამდვილად არ დარჩა მოგებული. როცა ასეთი ტიპის საშინელება ვრცელდება უნდა დავსვათ პირველ რიგში კითხვა- ვის აწყობდა ეს ყველაფერი?- და აქედან გამომდინარე გვექნება ლოგიკური პასუხები“ -ამბობს კილაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძე ღია მინიშნებებს აკეთებს. ის ამბობს, რომ უნდა დადგინდეს კადრების გავრცელების პირველწყარო, მისი თქმით - დირიჟორი.ხუნდაძე განმარტავს, რომ მსგავსი კადრების ავტორები და დირიჟორები ისედაც ცნობილია.

„ავტორები და რეჟისორები ვიცით, მაგრამ ვინ გამოიყენა კიდევ ერთხელ?- ვფიქრობ, კვალი უნდა მიდიოდეს იქ, სადაც დაგეგმილი იქნა ასეთი კადრებით, ასეთი ბინძური მეთოდებით პოლიტიკური ბრძოლა,“- განახადა ხუნდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42