რის საფუძველზე გაიცა სოციალური მიზნით გათვალისწინებული თანხები „ოცნების“ კოორდინატორებისთვის - ხაბეიშვილმა ვაკის გამგეობაში პოლიცია გამოიძახა
პოლიტიკა - 12:20, 04 Feb, 2019     1166

რის საფუძველზე გაიცა სოციალური მიზნით გათვალისწინებული თანხები „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისთვის - ამის გარკვევას დილიდან ცდილობდა საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ვაკის რაიონის გამგებაში იმყოფებოდა.

ხაბეიშვილი ნოდარ ტურძელაძისგან დოკუმანტაციის გაცემას ითხოვდა, თუმცა გამგებელმა დეპუტატს დოკუმენტაციის მიცემაზე უარი უთხრა, რის შემდეგადაც ხაბეიშვილმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, რადგან მას გამგებელი არ აძლევს დოკუმენტაციის გაცნობის უფლებას, იძულებული გახდა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახოს.

„გამგებელმა საბიუჯეტო სახსრები გამოიყენა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების დასახმარებლად. ეს დასტურდება კონკრეტული დოკუმენტაციით. გამგეობაში იმისთვის მოვედით, რომ მე, როგორც საკრებულოს და სარევიზიო კომისიის წევრი სრული უფლება მაქვს დედნებში გავეცნო განცხადებას, რომლითაც „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა მიმართეს გამგეობას. ამ განცხადებაში ნახავთ, რომ ეს ადამიანები არ არიან სოციალურად დაუცველები და რეალობაში გაღატაკებული და გაჭირვებულების თანხა მიითვისა გამგებელმა.

მე ვითხოვდი თუ რის საფუძველზე მოხდა ამ თანხის გადარიცხვა გამგებლის მიერ კოორდინატორებზე, თუმცა ამ ადამიანებმა ამის საშუალება არ მომცეს. არგუმენტად მითხრეს, რომ ეს არის პირადი ინფორმაცია. მე ვარ საკრებულოს დეპუტატი, მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი, რადგან არ მაძლევენ ამის საშუალებას, გამოვიძახე პოლიცია.

ამ გამგეობაში ინახება დოკუმენტაცია, რომელიც საბოლოოდ უნდა იქცეს სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი გამგებელზე. საპატრულო პოლიციამ უნდა უზრუნველყოს რომ არ განადგურდეს ეს დოკუმენტაცია“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42