ტურბელაძე ირწმუნება, რომ კომისიას, რომელიც მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების გაწევის საკითხს განიხილავს, აღნიშნულ ქონებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„თუ საკრებულოს სარევიზიო კომისიის ოფიციალური მომართვაა თავმჯდომარის მიერ, გვანახოს, წარმოგვიდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და რაღა თქმა უნდა, სარევიზიო კომისია არაერთხელ შემოსულა გამგეობაში და შესაბამისი დოკუმენტებზე წვდომა არასდროს არ გასჭირვებია,“ - ამბობს ტურძელაძე.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი დღეს ვაკის გამგეობაში იმყოფებოდა. მან იმ დოკუმენტების გასაჯაროება მოითხოვა, რომელიც მისი თქმით, "ქართული ოცნების“ აგიტატორებისთვის, ბიუჯეტიდან თანხის გადარიცხვას ადასტურებს, თუმცა ვაკის გამგებელს მისთვის დოკუმენტები არ გადაუცია. ამის გამო ხაბეიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
მასალის გამოყენების პირობები






