ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოება - პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეხვედრას გამართავს
პოლიტიკა - 10:41, 04 Feb, 2019     796

ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს პარლამენტში შეხვედრას გამართავს. საუბარი იქნება იმ რეგულაციებზე, რომელმაც არსებული რისკები უნდა შეამციროს. განიხილება ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილებაც.

ჯგუფის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები, სემეკისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს და ენერგოომბუდსმენები შედიან.

სოფო კილაძის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია, რომ ქვეყნაში ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების წესები ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს:

„ჯგუფი იმუშავებს იმ რეგულაციაზე, რაც ვფიქრობთ, აუცილებელია, რათა მოხდეს ბუნებრივი აირით გამოწვეული უბედური შემთხვევების მინიმალიზება. ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ფატალური შემთხვევა იყო უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული. ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა მოვიძიოთ საერთაშორისო, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც ნამდვილად უზრუნველყოფილია, დეტალებში რეგლამენტირებულია ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების ზომები. ვფიქრობ, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების დახმარებითაც, შევძლებთ, რომ ჩვენს ქვეყნაში ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების წესები ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვოთ, რაც ბუნებრივია, დაიცავს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას.“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, 16 იანვარს დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, რომელმაც 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი იმსხვერპლა. 31 იანვარს კი ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით 7 ადამიანი გაიგუდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42