„600-500 ლარი ჩარიცხეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს მხოლოდ იმიტომ, რომ ემსახურნენ სალომე ზურაბიშვილს, მოემსახურნენ „ქართული ოცნების“ კამპანიას და რეალობაში მათი გასაჭირი, რომ არაფერი არ იყო, ჩვენ სიუჟეტშიც ვნახეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია დაიწყოს გამოძიება.“- განაცხადა ხაბეიშვილმა.
დედაქალაქის მერმა და ვაკის გამგებელმა „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტის შესახებ, განმარტებები გააკეთეს. საქმე ეხება ფულს, რომელიც მერიას სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებებისთვის ჰქონდა გამოყოფილი და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ჩაურიცხეს. კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს თანხის გაცემა ადამიანებისთვის პოლიტიკური კუთვნილებითა და სიმპათიებით ხორციელდება.
"კურიერმა" დეკემბერში ვაკის გამგეობიდან გადარიცხული თანხების დამდასტურებელი დოკუმენტები მოიპოვა. გარდა ამისა, სიუჟეტში საუბარი იყო ათასობით ლარზე, რომელიც პარტია "ქართული ოცნებითან" გაუჩინარდა. მმართველი გუნდი ფულის მოპარვის ამბავს საგულდაგულოდ მალავდა.
მასალის გამოყენების პირობები






