სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების თაობაზე ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებამ რეზოლუცია მიიღო
პოლიტიკა - 17:04, 03 Feb, 2019     617

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების თაობაზე ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებამ რეზოლუცია მიიღო:

"ვაცნობიერებთ რა ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელობას სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების პროცესში;

ვითვალისწინებთ, რომ 2012 წლამდე სასამართლო სისტემის მმართველი რგოლი შერწყმული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკისთან, რამაც, მათ შორის, დაუშვა ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, გამამტყუნებელი განაჩენების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი, პოლიტიკური ნიშნით პირთა დაპატიმრება და პროფესიული საქმიანობის გამო ადვოკატთა მასშტაბური დევნა;

ვწუხვართ, რომ 2012 წლის შემდეგ, მართლმსაჯულების სფეროში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაგრძელდა დაუსაბუთებელი და არამართებული გადაწყვეტილებების მიღება, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა, რის კულმინაციასაც წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების თაობაზე დაჩქარებული, არაგამჭირვალე, ტენდენციური და წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილების მიღება;

აღვნიშნავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში სასამართლო ყალიბდება დახურულ სისტემად, სადაც ადვოკატების და იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლების სამოსამართლო თანამდებობებზე გამწესების მაჩვენებელი მიზერულ ნიშნულამდეა დაყვანილი, რაც არ შეესაბამება სასამართლო სისტემის გაძლიერების მიზნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების ფორმამ, პროცესმა და ნომინირებულ კანდიდატთა წინააღმდეგობრივმა სიამ, სასამართლოს საბოლოოდ დახურულ სისტემად ჩამოყალიბების რეალური საფრთხე შექმნა;

მიგვაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში ჩამოყალიბებული მმართველობის მანკიერი ფორმა, სისტემის ხელმძღვანელობითი პოზიციების ვიწრო და ურთიერთდაკავშირებული ჯგუფის ხელში კონცენტრაცია, თვითმმართველობის დაბალი ხარისხი და ინდივიდუალური მოსამართლის როლის უგულვებელყოფა მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მის მიმართ საზოგადოების ნდობას;

ვინაიდან, უზენაესი სასამართლოს, როგორც დოქტრინალურ საკასაციო ინსტანციას, განსაკუთრებული როლი აქვს დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების განმტკიცების, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

(ა) უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის იმგვარი რეფორმა, რომლითაც შეიზღუდება თანამდებობრივი პოზიციების მქონე მოსამართლეთა საბჭოს წევრად არჩევის შესაძლებლობა, ხოლო საბჭოს არამოსამართლე წევრებად სავალდებულო კვოტის ფარგლებში გამწესდებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული პროფესიის მაღალი რეპუტაციის მქონე წარმომადგენლები.

(ბ) არ დაუშვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად იმ კანდიდატთა გამწესება, რომელთაც წლების განმავლობაში ეკავათ და უკავიათ ხელმძღვანელობითი პოზიციები სასამართლო სისტემაში და პასუხისმგებელნი იყვნენ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაცვასა და ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების დამკვიდრებაზე;

(გ) შექმნას იმგვარი სამართლებრივი მექანიზმი, მათ შორის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის გზით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი პროფესიული რეპუტაციის, კეთილსინდისიერების და პიროვნული სიმტკიცის მქონე არა მხოლოდ მოსამართლეთა, არამედ ადვოკატთა, მეცნიერ-იურისტთა და იურიდიული პროფესიის სხვა ღირსეულ წარმომადგენელთა უზენაეს სასამართლოში გამწესების შესაძლებლობას, სანდო, გამჭირვალე და ობიექტური პროცედურის საფუძველზე;

(დ) შეიქმნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენისა და შერჩევის იმგვარი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატთა ასოციაციის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების ქმედით ჩართულობას კანდიდატის პროფესიული რეპუტაციისა და სამოსამართლო თვისებების შეფასების მიზნით;

(ე) განისაზღვროს წესი, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ერთი და იგივე პირის პარლამენტისათვის წარდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთხელ;

(ვ) იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სამოსამართლო თანამდებობებზე კანდიდატთა უვადოდ დანიშვნებზე მორატორიუმის გამოცხადების თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42