დედაქალაქის მერი კახი კალაძე და ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტის შესახებ, განმარტებებს აკეთებენ. ისინი კატეგორიულად უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ფული, რომელიც მერიას სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებებისთვის ჰქონდა გამოყოფილი, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ჩაურიცხეს.
კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს თანხის გაცემა ადამიანებისთვის პოლიტიკური კუთვნილებითა და სიმპათიებით ხორციელდება.
„ინტერვიუში, როდესაც თქვენმა ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა, მე ვუთხარი, რომ მე მგონი, თანხა იყო გამგებლის. მე არ ვიყავი დარწმუნებული, ეს გამგებლის იყო თუ სხვა პიროვნების, თუმცა თქვენ გააჟღერეთ ისე, რომ ან მე ვიტყუებოდი, ან გამგებელი. უბრალოდ უხერხულია. თქვენ როგორ ფიქრობთ, იქ ზის ვიღაც ჩვენი თანამშრომლები და არჩევს ვინ არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ან „ნაციონალური მოძრაობის,“ ან ნებისმიერი სხვა პარტიის და ფიქრობთ, რომ პოლიტიკური განწყობებით ხდება ადამიანების დახმარება? ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია,“ - აცხადებს კახა კალაძე.
პარტიული კუთვნილების მიხედვით დახმარებების გაცემას კატეგორიულად ეწინააღდეგება ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძეც. იგი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ვაკის რაიონში ხმა 40 ათასმა ადამიანმა მისცა და მათ შორის დახმარების მიმღები ადამიანების მოხვდებოდნენ.
„თითქოს და ჩემი და მერის, ბატონი კახის სხვადასხვა კომენტარები ისე დამონტაჟებული, რომ თითქოს მე უარვყოფდი, რომ ჩემი თანხა იყო და მერის მტკიცებით ფორმაში ამბობდა, რომ ჩემი თანხა იყო. მე აგიხსნით რაც მოხდა. ეს ფაქტო მოხდა დაახლოებით 2 თვის წინ, ეს არის დაფიქსირებული სხვადსხვა დოკუმენტებში და ჩვენებებში, რომ იყო პარტიის ოფისის წევრის პირადი თანხა. არასდროს არ გაგვირჩევია პარტიული კუთვნილების მიხედვით ვის დავეხმარებით და ვის არა.
"სიუჟეტში ამბობს ერთ-ერთი ადამიანი სამიდან, რომ ის საარჩევნო პროცესში იყო ჩართული, თუმცა გიდასტურებთ, რომ არანაირი კოორდინატორი არ ყოფილა ჩვენთან. რაღა თქმა უნდა, 40 ათასმა ადამიანმა საპრეზიდენტო არჩევნებში მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა ვაკის რაიონში. აქედან, რაღა თქმა უნდა, მოხვდებიან გამგეობის დახმარების ნაწილში ეს ადამიანებიც,“ - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






