"შაბათის კურიერში" გასულ სიუჟეტს, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის ვაკის შუაგულში 1590 კვადრატული მეტრი მიწის ფართის გადაცემასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ კომპანია, რომელსაც ფართი გადაეცა, ფარცხალაძეს არ ეკუთვნის.
„კომპანია, რომელიც ფლობდა ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს ფარცხალაძეს არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი მიდგომა არის ძალიან მარტივი, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის პეტრე იქნება, პავლე იქნება. ჩემთვის მთავარია ქალაქის სწორი განვითარება. მთავარია ქალაქის მწვანე სივრცეების შენარჩუნება. ვაკის პარკზე ახლა როგორ მოვქცეულიყავი, გიგი უგულავას მეგობარი რომ ყოფილიყო, არ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება? ეს არასწორი დამოკიდებულებაა. არ შეიძლება ეს მიდგომები. მე არ ვიცი, არც კერვალიშვილი და არც სხვა ადამიანები, ვიცი, ვინ არის ამ კომპანიაში. თუმცა, მე როდესაც მოვითხოვე ამონაწერების ამოღება, ფარცხალაძეს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ კომპანიასთან. თუ ადრე იყო მისი საკუთრება, ეს ახლა არ ვიცი, გამიჭირდება ამაზე პასუხი გაგცეთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






