ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ადვოკატთა საგანგებო საერთო კრება იმართება.
მათივე ინფორმაციით, სასამართლო სისტემაში ბოლო დროს განვითრებულმა მოვლენებმა უფრო მეტად გამოკვეთა სასამართლო მმართველობაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, რაც საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას და კიდევ უფრო ასუსტებს მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობას.
ადვოკატები საგანგებო შეკრებაზე იმ კრიტერიუმების შესახებ იმსჯელებენ, რომლითაც მოსამართლეთა შერჩევა უნდა მოხდეს. ინიციატივას, საკანონმდებლო ორგანოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუგზავნიან.
„საქართველოს სამართლიანი სასამართლო სჭირდება. სამართლიანი სასამართლო არ შეიძლება შექმნან მურუსიძემ და ჩინჩალაძემ. ძალიან სამარცხვინოა, რომ ეს ოლიგარქი ივანიშვილი დადგა ამათ გვერდი. ეს არის ამათი სირცხვილი და ეს არის შუშის სასახლის მბრძანებლის ივანიშვილის მოქმედების შედეგი,“-განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






