საფრანგეთის ქალაქ ნიცაში "ანრი დეგლანის" სახელობის საერთაშორისო გრანპრის გათამაშებაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. მათ 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ). ვერცხლის მედალს ტარზან მაისურაძე (86 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა ლომთაძეს (57 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილს (74 კგ), მამუკა კორძაიას (97 კგ) და როლანდ ანდრიაძეს (125 კგ) ხვდად წილად.
საქართველოს ნაკრებს, გუნდური პირველი ადგილისთვის საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი მისივე ხელმოწერითა და მილოცვით გადაეცა. მეორე ადგილზე - გერმანიის ნაკრები, ხოლო მესამეზე - ბელარუსი გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები