ქართული ოცნების წევრი, ეკა ბესელია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
„რაც შეეხება მეოთხე საკითხს, ეს იყო კომისიის თავმჯდომარის საკითხი. ამ საკითხზეც არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რაც დღეს უმრავლესობის შიგნით შეჯერდა. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება სესიაზე უნდა იყოს მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის არის სწორედ იმ ღირებულებების და ფასეულობების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ სწორედ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არა მხოლოდ სახელს და გვარს, არამედ სწორედ ამ სტანდარტების დაცვას და ამ გზით სვლას აქვს ძალიან დიდი და პრინციპული მნიშვნელობა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მე სწორედ ამიტომ არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს, პირდაპირ ვამბობ და ეს არ არის პერსონალური ამბავი, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება განსაკუთრებით სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და აქ იმ პრინციპების დაცვას, რასაც ჩვენ ვიცავთ,“ - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






