ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისათვის ლეგიტიმაცია არ აქვს - დიმიტრი გვრიტშვილი
პოლიტიკა - 15:13, 02 Feb, 2019     847

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე გიორგი მარგველაშვილმა საბჭოში კანონდარღვევით წარადგინა, შესაბამისად, მას საბჭოს წევრობისთვის ლეგიტიმაცია არ აქვს. აღნიშნულის შესახებ მოსამართლე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„იცით, რატომ არ აქვს ლეგიტიმაცია ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისათვის?

1) ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-11-პრიმა პუნქტის თანახმად, პრეზიდენტყოფილ მარგველაშვილს ის კონკურსის წესით უნდა დაენიშნა. გაგიგიათ ვინმეს ასეთი კონკურსის ჩატარების შესახებ? მე არა! ანუ - თუ ანა დოლიძე უკონკურსოდ დაინიშნა, ჩადენილია კანონდარღვევა და მისი დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი ბათილია!

2) თითქმის ყველა უწყებას და პროფესიულ ჯგუფს აქვს ეთიკური წესები, რომელიც უნდა დაიცვას ამ უწყებაში დასაქმებულმა ან პროფესიულ ჯგუფში გაწევრიანებულმა პირმა. ეთიკური წესები კი ამ პირს პირველ რიგში ავალდებულებს - იზრუნოს უწყების/პროფესიული ჯგუფის ინტერესების დაცვასა და ავტორიტეტის ამაღლებაზე.

ანა დოლიძე კი რას აკეთებს? შანსს არ უშვებს - ძირი გამოუთხაროს სასამართლო ხელისუფლებას და დააკნინოს საზოგადოების, უცხოელების თვალში! იტყუება ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ზრუნავს მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ კარიერაზე, სასამართლოს დისკრედიტაციის ხარჯზე! შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იფერებს ხოლმე, როცა ვინმე დაუწერს: ,,ანა, თქვენ საუკეთესო პრეზიდენტი იქნებოდით!“ და გულაჩუყებული უხდის მადლობებს.

3) ანა დოლიძე არ მონაწილეობს არც ერთ ღონისძიებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან სასამართლოს დადებითად წარმოაჩენს! იქ კი, სადაც სასამართლოს ლანძღავენ, ის პირველი მიდის! სწორედ ამ სამი გარემოების გამო, ანა დოლიძეს არ აქვს ლეგიტიმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისათვის“, - წერს დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42