ხელისუფლება მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდნოს რეგიონებში წარმოებულ პროცესებს- ლევან ჩხეიძე ავაგიანის ძეგლის დადგმაზე
პოლიტიკა - 14:15, 01 Feb, 2019     684

მიმდინარე წლის 20 იანვარს, ახალქალაქის რაიონის სოფელ გოგაშენში გაიხსნა ამ სოფლის მკვიდრის, მიხეილ ავაქიანის ძეგლი. ძეგლის გახსნას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ახალაქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქიდან ენზელ მქოიანი, სომხეთის ელჩი საქართველოში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი. თითქოს ამ მოვლენაში არაფერი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ აღნიშნული ფაქტი გახდა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების გამწვავების მიზეზი. საქმე იმაშია რომ მიხეილ ავაქიანი 90-იანი წლების დასაწყისში აქტიურად მონაწილეობდა სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში ყარაბახის ტერიტორიაზე. იგი იბრძოდა არაფორმალური გასამხედროებული დაჯგუფების რიგებში და არის არაღიარებული ყარაბახის გმირი, მონაწილეობას იღებდა ხოჯალოს ბრძოლაში. ამ ოპერაციას სადამსჯელო ოპერაცია უფრო ეთქმის ვიდრე საომარი, ვინაიდან ამ ოპერაციის შედეგად დაიღიპა 613 მშვიდობიანი მოქალაქე, აქედან ასამდე ბავშვი. სიტუაცია გაამწვავა აგრეთვე იმან, რომ ეს ძეგლი გაიხსნა 20 იანვარს. ეს დღე აზერბაიჯანში აღიარებულია როგორც ეროვნული ტრაგეედიის დღე. ამ დღეს 1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა ჯარებმა იარაღის და ტექნიკის გამოყენებით დაარბიეს დემონსტრაცია ბაქოში. დაიღუპა 131 და დაშავდა 750-მდე. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში დაიბარეს ახსნა-განმარტებისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აზერბაიჯანი წარმოადგენს საქართველოს ერთერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს. საქართველოს თავის უმნიშვნელოვანეს საგარეო, სატრანზიტო ფუნქციას ახორციელებს სწორედ აზებაიჯანთან მჭიდრო პარტნიორობის შედეგად. ამ საერთაშორისო ფუნქციის განხორციეოება არის ჩვენი სუვენერიტეტის უმნიშვნელოვანესი გარანტი. ამასთან აზერბაიჯანზეა დამოკიდებული საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობა. საქართველოს გაზითა და ნავთობპროდუქტებით მომარაგება მთლიანად აზერბაიჯანზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, აზერბაიჯანი ახორციელებს ყველაზე უფრო მსხვილ ინვესტიციებს საქართველოში. მაგალთად ბაქო-ყარსი-ახალქალაქის დამაკავშირებელი რკინიგზა, საქართველოს ტერიტორიაზე მოცემული პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეადგენს ხუთას მილიონ აშშ დოლარს რომელიც მთლიანად გაიღო აზერბაიჯანმა, სოკარ ჯორჯია, რომელიც მოიცავს სოკარ პერტროლიუმს, სოკარ გაზსა და შავი ზღვის ნავთობ ტერმინალს, ჯამში საინვესტიციო ღირებულება შეადგენს სამასორმოცდაათ მილიონ აშშ დოლარს. 2007 წელს, როცა რუსეთმა მოახდინა დივერსია და საქართველო დატოვა გაზის გარეშე, აზერბაიჯანში ნახევარ ქვეყანას გაუთიშეს ბუნებრივი აირის მიწოდება და მოხდა საქართველოს მომარაგება. გარდა ამისა აზერბაიჯანი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სხვა და სხვა რეზოლუციების მიღებისას აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა საქაართველოში არცერთმა პოლიტიკური თანამდებობის პირმა არ გააკეთა შესაბამისი პოლიტიკური განცხადება მოცემულ ფაქტთან მიმართებით.

სამართლებრივი თვალსაზრისით საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ადგილობრივ თვითთმართველობაზე ზემოქმედების, რომლის ცალსახა კომპეტენციაც არის მსგავსი სახის ძეგლების აღმართვა, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს კანონში ,,პატრიოტული აქტი“ შესატანია ცვლილებები და დამატებები. ტოტალიტარულთან ერთად ასაკრძალია ასევე საქართველოსა და მისი სტრატეგიული მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული სიმბოლიკის, მათ შორის ძეგლების დამზადება და გამოყენება.

ამასობაში საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს მიადგა დიდი ზიანი. ბევრი პროექტი აზერბაიჯანის მხრიდან შეჩერდა. საქართველოს გაუძვირდა გაზის საფასური.

ამიტომ ხელისუფლების ორგანოები და სპეც. სამსახურები მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდნონ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებულ პროცესებს და დროულად აღმოფხვრან მსგავსი ინციდენეტები, რათა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ მიადგეს ზიანი.

საქართველო დაინტერესებული უნდა იყოს მის ორ მეზობელს შორის წარმოებული კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტაში, ამისთვის საქართველოში უნდა შეიქმნას ნეიტრალური მოედანი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოპალარაკებებისათვის და არავითარ შემთხვევაში საქართველო არ უნდა ეწეოდეს ზემოხსენებული ფორმით კონფლიქტის გამწვავებას.

ლევან ჩხეიძე

პ/გ "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42