"უმრავლესობის შეხვედრაზე 4 საკითხით მოვედი, ფარული ჩანაწერების გავრცელება მთავარი დღის წესრიგი არ არის ჩემთვის" - ბესელია
პოლიტიკა - 11:33, 02 Feb, 2019     999
ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში მივიდა. როგორც დეპუტატმა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი სურვილია, შეხვედრაზე იმ ოთხ საკითხზე იმსჯელონ, რასაც ის სხდომაზე წარადგენს და გადაწყვეტილებაც მიიღონ.

„მე მოვედი ოთხი ძირითადი საკითხით, რაც მინდა, რომ განვიხილო ამ ფორმატში და გადაწყვეტილებებიც უნდა შევაჯეროთ. პირველი ეს არის - სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე პარლამენტში კანონმდებლებმა ვიმსჯელოთ და ამ პროექტის დაწერა არ მოხდეს იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომელთაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ და რომელთაც თავად სურთ გახდნენ მოსამართლეები. მეორე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა შეჩერდეს და ეს ცვლილება უკვე მომზადებული მაქვს, როგორც წინა სხდომაზე შევთანხმდით. მესამე - თავად კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც კანონში უნდა მივიღოთ, რათა რისკები დავაზღვიოთ და მოსამართლეთა შერჩევის ჯანსაღი პროცესი გაიმართოს. მეოთხე - ასევე უნდა ვიმსჯელოთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებითაც. ესეც შემადგენელი საკითხია იმ მთელი პროცესის და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმ ღირებულებების დამცველი იყოს ამ კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, რომელსაც ჩვენ პრინციპულად ვიცავთ. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც დღეს მინდა, რომ ვისაუბრო და გადაწყვეტილებები მივიღოთ,” - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ჟურნალისტებიდაინტერესდნენ მოხდება თუ არა უმრავლესობის ფორმატში ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ საუბარი, ბესელიამ უპასუხა, რომ მისთვის ეს მთავარი განსახილველი საკითხები არ არის.

„რაც შეეხება სხვა საკითხებს, მეთოდებს, ძალადობრივ თუ მორალურ ტერორს და ა.შ. - ეს საკითხები მთავარი დღის წესრიგი არ არის ჩემთვის. ამაზე საუბარი ალბათ იქნება, მაგრამ მთავარი დღის წესრიგი არის ის ოთხი საკითხი, რომლითაც მოვედი,“- თქვა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42