სკანდალი: ივანიშვილის პარტიის ოფისი გაქურდეს - "ოცნების" აგიტატორებს ხელფასები ბიუჯეტიდან გადაუხადეს (ვიდეო)
პოლიტიკა - 10:21, 02 Feb, 2019     1767
"ქართული ოცნების" ოფისიდან კოორდინატორების ანაზღაურებისთვის განკუთვნილი ფული მოიპარეს. ფაქტი ვაკის პარტიის ოფისში მოხდა.


"შაბათის კურიერის" ინფორმაციით "ოცნების" კოორდინატორებს მოპარული ხელფასები ვაკის გამგებელმა ბიუჯეტიდან გადაუხადა.

ოპოზიციის ინფორმაციით, პარტიის აგიტატორებს თანხა სოციალურ დახმარებად ჩაურიცხეს.

გუშინ "კურიერის" ჟურნალისტი შეეცადა დედაქალაქის მერისგან მიეჭო ინფორმაცია ვის ეკუთვნოდა ფული,
რომელიც დაიკარგა. კალაძემ თქვა, რომ თანხა ვაკის გამგებელს მოპარეს, ვაკის გამგებელი ამბობს, რომ თანხა მას არ ეკუთვნოდა.

კალაძე ჟურნალისტის კითხვებმა გააღიზიანა და არაეთიკური პასუხები გასცა.

კურიერმა დეკემბერში ვაკის გამგეობიდან გადარიცხული თანხების დამდასტურებელი დოკუმენტები მოიპოვა.

პარტია ქართული ოცნებიდან საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ფულის მოპარვის ბრალდებით დაკავებული ბერდია კელენჯერიძის ოჯახს კრიმინალურ ისტორიაზე საუბარი არ სურს.

კელენჯერიძე, მის თანამზრახველ ვახტანგ დემეტრაშვილთან ერთად, პოლიციამ 11 დეკემბერს ნუცუბიძის ქუჩაზე დააპატიმრა.

სანდო წყარო ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან კურიერს უყვება, რომ ფულს აქტივისტები პარტიის ვაკის ოფისიდან სისტემატურად იპარავდნენ და ჯამში, ათასობით ლარია გაუჩინარებული.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კურიერმა დაადგინა, რომ ივანიშვილის პარტიიდან ფულის მოპარვაში ბრალდებული ბერდია კელენჯერიძე ვაკის საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, უშანგი კელენჯერიძის, შვილია.

პარტიის ოფისიდან ფულის მოპარვის ამბავს ქართული ოცნება საგულდაგულოდ მალავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინფორმაცია მხოლოდ დაკავებიდან ორი თვის თავზე, მას შემდეგ გაახმაურა, რაც ეთერში შაბათის კურიერის ანონსი გავიდა.

თბილისის მერი ამბობს, რომ ეს გამგებლის, ნოდარ ტურძელაძის, პირადი თანხა იყო. გამგებელი მერის ნათქვამს არ ადასტურებს და ამბობს, რომ თანხა მას არ ეკუთვნოდა.

სანდრო წყარო ქართული ოცნებიდან ამბობს, რომ ეს ფული პარტიის კოორდინატორებისთვის იყო განკუთვნილი. მას შემდეგ, რაც ვაკის ოფისში აღმოჩინეს, რომ ხელფასს ვეღარ მისცემდნენ ადამიანებს, ვინც კარდაკარ დადიოდა და სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდამჭერებს აგროვებდა, ალტერნატიული გეგმა შეიმუშავეს.

კურიერის მიერ მოპოვებული დოკუმენტი ვაკის გამგეობიდან 2018 წლის დეკემბერში ერთჯერად დახმარებების სახით გადარიცხულ თანხებს აღრიცხავს. კურიერმა გადაამოწმა, ვინ არიან ადამიანები, ვისაც გამგეობამ დახმარება მისცა და რა კავშირი აქვთ პარტია ქართულ ოცნებასთან. მათმა ნაწილმა აღიარა, რომ მმართველი პარტიის აგიტატორები არიან.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ მტკიცებულებები, რომელიც საბიუჯეტო თანხების პარტიული აქტივისტებისთვის გადარიცხვას ადასტურებს, გამოძიების დაწყების საფუძველია.

რა რეაგირება ექნება თბილისის მერს და შესაბამის უწყებებს ამ მტკიცებულებების შემდეგ, ჯერ უცნობია. ოპოზიცია გეგმავს, რომ ვაკის გამგებლის წინააღმდეგ განცხადებით პროკურატურას მიმართოს.










მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42