როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, გარკვეული პირების მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური კავშირების თვალსაზრისით მათი გადამოწმება.
„არიან ადამიანები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს მათი გადამოწმება პოლიტიკური კავშირს თვალსაზრისით. ამაზე გამოძიება ისაუბრებს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც არის რამდენიმე ადამიანი დაკავებული. ეს რაოდენობა, ალბათ გაიზრდება. ჩემთვის მთავარია, რომ მოქალაქეები იყვნენ დაცულები ასეთი უკანონო ქმედებებისგან. გამოძიება უნდა მივიდეს იმ დანაშაულის ორგანიზატორთან, ანუ იმ სათავესთან, საიდანაც დაიგეგმა ამ უკანონო მოქმედების განხორცილება. მხოლოდ იმ პირების დაკავებამ ვინც ინტერესის გამო თუ გაუცნობიერებლობის გამო, ან პოლიტიკური ანტიპათიით თუ იზიარებს ან ავრცელებს, ესეც დასჯადია, მძიმე დანაშულად ითვლება, სანქციაა თავისუფლების აღკვეთა, საპატიმროს ითვალისწინებს. ეს უნდა იყოს პირველ რიგში ყველასთვის პრევენცია. ჩემი ინტერესი არ არის, რომ უამრავი ადამიანი იმს გამო დავაპატიმროთ იმის გამო, რომ ვერც კი ხვდებოდნენ რას ჩადიოდნენ. კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს მოქალაქეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, მაგრამ საჭიროა ამის თაობაზე გავაფრთხილოთ. მთავარია, გამოძიება მივიდეს იმ ადამიანებთან, ვინც ეს დაგეგმა. ეს ყველაფერი ემთხვევა ამ პოლიტიკურ პროცესს და ღია კონფლიქტს, დაპირისპირებას, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებთ გვაქვს. ამ მეთოდების გამომყენებელი ადამიანები უნდა დაისაჯონ. მე მაქვს ჩემი ვარაუდები იმ პირთა წრის ირგვლივ, ვინს ინტერესებში შეიძლება შედიოდეს და ვისაც ახასიათებს, ასეთი ამაზრზენი მეთოდების გამოყენება. ვისაც მე ვებრძვი, ვისაც მე ვუპირისპირდები იმ ადამიანებისგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას, არა მხოლოდ თანაგუნდელების. ჯერ ერთი თანაგუნდელები არ არიან. მე არ მივიჩნევ ასეთ ადამიანებს თანაგუნდელებად, მე მივიჩნევ ამ ადამიანებს ან სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებად, ან მათ გამგრძელებლად. პირთა წრე, ვისაც მე არ გამოვრიცხავ იმ რეჟიმს და იმ ხელისუფლებას, ვისაც ვებრძვი დიდ ხანია, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება, არ გამოვრიცხავ იმ ჯგუფს, რომელიც არის სასამართლოს შიგნით, რომელთა წინააღმდეგაც გადავდგით ნაბიჯები. მე ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ბრალს არავის ვდებ" - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






