კომპანია „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 18:20, 01 Feb, 2019     774

კომპანია „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური განცხადებას ავრცელებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე „კავკასუს ონლაინის“ მენეჯმენტი კომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს.

შპს „კავკასუს ონლაინი“ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. 2008 წლიდან კომპანია არის Tyco Electronics-ის მიერ აშენებული, შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული, 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრე, რომლის საშუალებითაც, ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში, მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის ტრანზიტი ხორციელდება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, გამოხმაურებოდა ქართული და უცხოური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას „კავკასუს ონლაინის“ გასხვისებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

მოცემულ მომენტში კომპანიის ერთ-ერთი აქციონერის მხრიდან მიმდინარეობს „კავკასუს ონლაინის“ წილების დანარჩენი აქციონერებისგან გამოსყიდვის პროცესი, რის შედეგადაც კომპანიას ერთი ბენეფიციარი მესაკუთრე ეყოლება. არსებული ცვლილება თანხვედრაშია კომპანიის ბაზრის გაფართოებისა და ტექნიკური განვითარების სტრატეგიასთან, რაც „კავკასუს ონლიანს“ საშუალებას მისცემს, განახორციელოს რეგიონალური თუ არსებული სამომხმარებლო ბაზრის გაფართოების, ახალ ბაზრებზე დამკვიდრებისა და სერვისების განვითარების გეგმები. ამისთვის კი ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი გაფართოება და ქსელის განახლებაა დაგეგმილი" - აღნიშნულია კომპანია "კავკასუს ონლაისის" განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42