“სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან პროცესის დასაწყისში ყოფნას შეჩვეული“ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია მესამე სექტორთან შეხვედრაზე
პოლიტიკა - 17:14, 01 Feb, 2019     582

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ათონელის რეზიდენციაში არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივაზე მსჯელობდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა:

“სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან პროცესის დასაწყისში ყოფნას შეჩვეული. უფრო ხშირად, მათ უწევთ სხვადასხვა ინიციატივებზე რეაგირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ პროცესი სხვანაირად დავიწყოთ და ვთხოვეთ, რომ სულ თავიდან, სრულიად დასაწყისში ჯერ მათ ეთქვათ, სად ხედავენ პრობლემას. ჩვენ ჩვენი წარმოდგენა ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ვუთხარით, ეთქვათ, რას ფიქრობდნენ და ერთად დაგვეწყო მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე ცვლილება გასაკეთებელი, არის თუ არა რაიმე თემა გასაფართოებელი ან სჯობს თუ არა, რაიმე თემას ხელი საერთოდ არ მოვკიდოთ. პირიქით, დასაწყისში ინიციატივის საშუალება მივეცით. ამას ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ, შეჩვეული არ არის და ამიტომაც, არ მიკვირს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არაფერი არ დავდეთ. არც დავდებთ, სანამ საკმარისი მასალა და ინფორმაცია არ გვექნება. დღეს ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ისეთ კვლევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა არსებობის შესახებ არ ვიცოდით, ამიტომაც იმის ნაცვლად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ცალ-ცალკე შევხვედროდით, რაღაც მოგვემზადებინა და შემდეგ დიდ ჯგუფად შეგვეკრიბა, გავაკეთეთ პირიქით - ჯერ დიდ ჯგუფს შევხვდით და შემდეგ უკვე მცირე ჯგუფებში ვაპირებთ, რომ კონკრეტული საკითხები გავიაროთ და იმის მიხედვით, თუ რა დასკვნამდე მივალთ, მუშაობა გავაგრძელოთ”,- განაცხადა მახარაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42