„მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღმოვჩნდით ახალი გამოწვევის წინაშე და ჩვენ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ ხვალ“- ილია მეორის წერილი რუსეთის პატრიარქს
პოლიტიკა - 16:16, 01 Feb, 2019     1587
რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია(გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების მოადგილე, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი.


პატრიარქ კირილის მიმართ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოცი გზავნილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ წაიკითხა:

„თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო ძმაო და თანამწირველო!

უკვე 10 წელის გავიდა, რაც თქვენ ღვთის განგებით პირველი იერარქის ჯვარს ატარებთ. ამ დროისა და მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში, თქვენ უდიდესი ინტელექტუალური და სულიერი ძალისხმევა გაიღეთ იმისთვის, რომ წვლილი შეგეტანათ არა მარტო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებაში, არამედ მართლმადიდებლობის განმტკიცებაშიც.

გილოცავთ თქვენ, რადგან თქვენი ძლისხმევითა და მისიონერული საქმიანობით მილიონობით ადამიანი გაძლიერდა რწმენაში, გაიხსნა მრავალი ეკლესია და მონასტერი, წარმოიშვა განათლების, კულტურისა და საქველმოქმედო საქმიანობის ცენტრები. ღვთისმსახურებაში ჩართულია ასობით და ათასობით მღვდელმთავარი, მღვდელი და მონასტრის მსახური, გისურვებთ ხანგრძლივ ნაყოფიერ მსახურებას.

ჩვენს რთულ და მოულოდნელობებით სავსე დროში, ყველა ჩვენთაგანს ჩვენი განსაკუთრებილი განსაცდელები და განსაკუთრებილი პრობლემები გვაქვს, მაგრამ ახლა თქვენც, ჩვენც და მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღმოვჩნდით ახალი საერთო გამოწვევის წინაშე და ჩვენ ქმედებებზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ის, თუ როგორ სივრცეში ვიცხოვრებთ ხვალ.

ეს გამოწვევა უდიდესია, უზარმაზარია ჩვენი პასუხისმგებლობა ღმერთისა და ერთმანეთის წინაშე.

განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ თქვენი შორსმჭვრეტელობით, საერთო ლოცვითა და ძალისხმევით, უპირველეს ყოვლისა კი ღმერთის წყალობით, საეკლესიო კანონებზე დაყრნობით, ჩვენ ერთად შევძლებთ მართლმადიდებლური ერთობის შენარჩუნებას და ღვთის საქმის კეთებას.

დაე უფალმა დალოცოს თქვენი მსახურება რუსული ეკლესიისა და სრულიად მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.“- აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42